მთავარი ახალი ამბები ეს ფაქტიც უახლოეს პერიოდში განხილული იქნება და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

ეს ფაქტიც უახლოეს პერიოდში განხილული იქნება და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.

291
0

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, თავის “facebook” გვედზე აქვეყნებს განცხადებას – არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის და ანიტა რაჭველიშვილის ინციდენტთან დაკავშირებით.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“ვეხმაურებით აღიარებული მეცო-სოპრანოს, ქ-ნ ანიტა რაჭველიშვილის მიერ facebook სივრცეში გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელიც სასულიერო პირის, არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის, მიერ მის მიმართ გამოთქმულ კომენტარს ეხება და რომლმაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია.
კატეგორიულად მიუღებელია, ეკლესიის წარმომადგენლის ენა იყოს აგრესიული და სხვისთვის ბოროტის მსურველი.
მსგავსი გადაცდომების განხილვა ხდება შესაბამის კომისიაზე, ეს ფაქტიც უახლოეს პერიოდში განხილული იქნება და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.
ასევე, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა ქალბატონი ანიტა რაჭველიშვილის შემოქმედების მიმართ, ვუსურვებთ მას ჯანმრთელობასა და შემდგომ წარმატებებს მსოფლიოს დიდ სცენაზე.”

“აი, რაჭ­ვე­ლიშ­ვილს ყე­ლის კიბო უშ­ვე­ლის” – ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ფე­რიც­ვა­ლე­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი სოპ­რა­ნოს პო­ზი­ცი­ას, რო­მელ­მაც ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ ამა­ზო­ნის ტყის გა­და­სარ­ჩე­ნად მი­ლი­ო­ნის გა­და­რი­ცხვა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

“ვაი, შე სა­ცო­და­ვო, მარ­თლა. ხალ­ხი შიმ­ში­ლით ამო­ხო­ცა შენ­მა მა­მი­კომ და გა­ქურ­და სა­ქარ­თვე­ლო. ამა­ზო­ნის ტყე არ­სად გა­გექ­ცეს. ნა­ძი­რა­ლა, კრე­ტი­ნი” – წერს რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი უმ­ცრო­სი ივა­ნიშ­ვი­ლის ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ზე.