მთავარი ახალი ამბები სათამაშო ბიზნესი კლავს ადამიანებს – გოგა ჩანადირი

სათამაშო ბიზნესი კლავს ადამიანებს – გოგა ჩანადირი

156
0

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის, სანდრო ბერაძის, გარდაცვალებას გამოეხმაურა ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი.

თექსტს გთავაზობთ უცვლელად:

“გული მიკვდება – სანდრო ბერაძე, რომელიც 1-ლი არხის ოპერატორი იყო, გარდაცვლილი ნახეს.
ის 3 დღის წინათ დაიკარგა.
ირკვევა, რომ ჩათრეული იყო სათამაშო ბიზნესში და ახლობლების ვარაუდით, მან ამის გამო მოიკლა თავი.
სათამაშო ბიზნესი კლავს ადამიანებს. ეს არ არის 1-ლი შემთხვევა.
დიდი ხანია ვითხოვ მათი რეკლამების ყველა დონეზე აკრძალვასა და ინტერნეტთამაშებზე ასაკობრივი შეზღუდვის ქაღალდსმიღმა ამოქმედებას.
სამორინე მხოლოდ ფიზიკურად კი არა, სულიერადაც კლავს ადამიანს, მას პიროვნულად ანადგურებს. ანგრევს ოჯახებს. ხელს უწყობს თაღლითობასა და კერძო კომპანიების გაკოტრებასაც კი. არაერთმა ბუღალტერმა თუ ფინანსურმა თანამშრომელმა კომპანიების ფული სწორედ ინტერნეტთამაშებსა და სამორინეებში წააგო. თანაც, როგორც წესი, ისინი კომპანიების პირველი პირების ახლობლები არიან და თავდაპირველად ეჭვის საბაბიც კი არ ეძლევათ.
რამდენმა ადამიანმა უნდა მოიკლას თავი, რომ სათამაშო ბიზნესის სრული რეკლამა აიკრძალოს?
ვიზიარებ სანდროს ოჯახის ტკივილს.”