მთავარი ახალი ამბები როცა მოვისმინე რასაც ჭორაობდა, მივხვდი, რომ მის გვერდით დგომა არ იქნებოდა სწორი...

როცა მოვისმინე რასაც ჭორაობდა, მივხვდი, რომ მის გვერდით დგომა არ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება.

509
0

მწერალი, გურამ მეგრელიშვილი, დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით, სოცილურ ქსელში წერს.

ტექსტს უცველად გთავაზობთ:

მეუფე პეტრესა და პატრიარქს შორის დაპირისპირება 2 წლის წინ დაიწყო, როდესაც პეტრემ, “მამა-შვილურად” უთხრა ილია მეორეს, რომ მასზე “რაღაც ჭორები” დადიოდა. ეს რაღაც ჭორები არ იყო ის, რაც დღეს თქვა, არამედ იყო კიდევ უფრო უმსგავსო და მდარე (არ ვაპირებ საჯაროდ გამეორებას). მაშინ მეუფე პეტრესთან ჩავედი, რათა მხარი დამეჭირა სიმართლისთვის “ბრძოლაში”, მაგრამ როცა მოვისმინე რასაც ჭორაობდა, მივხვდი, რომ მის გვერდით დგომა არ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება.

როგორც ვატყობ, ეს იყო შიდა არეულობის მცდელობის დასაწყისი, მაშინ ეს საქმე არ გამოუვიდა და ახლა მიმართა ასეთ გზას, რომლის შეფასებაც, ჩემთვის არის მოკლე:

1: პატრიარქი არის 88 წლის. ბრალდება არის მძიმე და მის ახლანდელ მდგომარეობას არ შეესაბამება, შესაბამისად, გამოდის, რომ მეუფემ იცოდა (დავუშვათ) რაღაც და დუმდა, შესაბამისად, მისი განყენების შემდგომი გამოხდომები არის სიბინძურე და მეტი არაფერი.

2: ეს ბრალდება არის ზუსტი ანალოგი კათალიკოსის მიმართ დაწყებული ბრალდებისა, როცა ის გახდა პატრიარქი. რითიც დაიწყეს, იმით ამთავრებენ. ესაა კგბ-ს სკოლა და აქ, ჩემთვის ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება (დავხუჭოთ თვალი იმ ამბავზე, რომ პეტრე ცაავა თავის ღვინოს იმ რუსეთში ყიდის, ასე რომ ლანძღავს ხოლმე).

3: მსგავსი განცხადება ახლა (დავუშვათ, რომ სიმართლეა) ემსახურება ერთადერთს – მოშალოს და მოანგრიოს ინსტიტუცია, რომელსაც ამდენი შიდა სიბინძურის მიუხედავად, ყველაზე მაღალი ნდობა ჰქონდა. ეს ქვეყნის შიდა და საგარეო იმიჯზე მკვეთრად აისახება. წარმოიდგინეთ რუსული მედია როგორ ხარობს, რას უყურებენ ახლა აფხაზები და რას ფიქრობენ ჩვენზე? ეს საქციელი არის სწორედ რომ მეზობელი სპეცსამსახურების ხელწერა. რუსული კვალი იკვეთება იმაშიც, რომ არეულობის და დაქსაქსვის მცდელობა ქართველებისთვის ესოდენ მტკივნეულ (ბ)”ანალურ” ამბავზე გადის.

4: ეს “პრადვინუტი” ყოფილი მეუფე უფრო მამალი ჰომოფობი ყოფილა, ვიდრე მმკ და ყველა ტაბურეტკიანი ერთად აღებული. ახლა მან გათვალა, რომ ასე “დასვრიდა” ადამიანს, მაგრამ ვერ გათვალა, რომ ახლა მას ის თემიც დაუპირისპირდება, ვინც აქამდე მხარს უჭერდა (ლგბტქ).

5: ახლა გამოვა ჩვენი მიხეილ (დავით) აღმაშენებელი და ისიც იტყვის, რომ რაღაცას ურევს მისი ყოფილი ფავორიტი ეპისკოპოსი და ეს იქნება კუბოზე ლურსმანი. აგერ მე და აგერ თქვენ.

6: გაიხსენეთ რას ეუბნებოდა პატრიარქი მამალაძის ცოლს, როცა მასთან პირადი შეხვედრის ამბავი გასაჯაროვდა. რამდენჯერ გაუმახვილა ყურადღება “მასთან კელიაში მარტოდ დარჩენაზე”. ეს ამბავი ახლა არა, კაი ხნის წინ დაიგეგმა. პრინციპი მარტივია: მე დაგაბრალებ და მერე მიდი და იმართლე თავი.

7: ღმერთმა არ ქნას და რაღაც ვიწროკუთხურობის საბაბით პეტრემ მოძრაობები არ წამოიწყოს და არ აყვნენ ადგილობრივი სასულიერო პირები. ეს იქნება ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი შეცდომა და ადამიანური დასამარებაც მათთვის. ………..

………………….

უფრო ვრცლად იხილეთ: https://www.facebook.com/zemkhaproduction/posts/2392578700992161