მთავარი ახალი ამბები პუტინმა ხანგოშვილს „სისხლიანი მკვლელი“ უწოდა

პუტინმა ხანგოშვილს „სისხლიანი მკვლელი“ უწოდა

477
0

რუსეთს გერმანიისთვის საქართველოს მოქალაქის ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილის გადაცემის შესახებ ოფიციალური მოთხოვნა არ გაუგზავნია. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე გერმანული მედიის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ვლადიმერ პუტინმა ხანგოშვილს სისხლიანი მკვლელი უწოდა, რომელმაც კავკასიაში მხოლოდ ერთ აქციაზე 98 ადამიანი მოკლა. მისივე თქმით, ის მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქებების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

4 დეკემბერს, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, გერმანიიდან 2 რუსი დიპლომატი გააძევეს. მოსკოვმა საპასუხო ზომები 12 დეკემბერს მიიღო. 

ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, რომლის ნამდვილი ვინაობაც დღემდე უცნობია. Bellingcat-ი ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ვადიმ კრასიკოვია, რომელსაც  რუსეთში ორი შეკვეთილი მკვლელობისთვის ეძებდნენ.

WSJ-ის ინფორმაციით, აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთმა შეუკვეთა. ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახმა გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.