მთავარი ახალი ამბები მეუფე იაკობი ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას გამოეხმაურა

მეუფე იაკობი ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას გამოეხმაურა

262
0

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობაშვილი) ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის თვის პატიმრობის უკანონო მისჯას ეხმიანება.

“მივმართავ კიდევ და მოვუწოდებ ოსებს და რუსებს, ზღაპრები არ დამიწყონ ახლა, რომ რუსები არაფერ შუაში არიან. თუ მოინდომეს რუსებმა, აუცილებლად შეძლებენ, რომ გააკეთონ, მარა მე უფრო გამიხარდება, რომ ოსებმა, ოსმა ხელისუფლებმა რომ დროულად გამოუშვან ვაჟა. როგორც ვაჟას საქციელია ჩემთვის მოსაწონი, ისევე მოსაწონი იქნება მათი საქციელი, თუ ასე მოიქცევიან და არ გაჯიუტდებიან. ვაჟა სამი წლის არ იყო, მე ორის წლის არ ვიყავი, იქიდან ვმეგობრობთ ვაჟა და მე. ერთად ვიზრდებოდით, წესიერი კაცი იყო ყოველთვის, კარგად სწავლობდა. კარგი შვილი იყო ყოველთვის, კარგი მეგობარი, პროფესიონალი იყო.

გააკეთა რა, იცოდა, რომ ადამიანს უჭირდა და წავიდა ადამიანის დასახმარებლად. რომ არ დაეძახათ, ვერც გაიგებდა და არც წავიდოდა. დაუძახეს, წავიდა, არც დააცადეს მისულიყო და დახმარებოდა ადამიანს. მერე ათასი ჭორი მოიგონეს, არ ეკადრებათ მაგი, არავითარ ომზე საუბარი არ არის, ვაჟა ყოველთვის მშვიდობისკენ მოგვიწოდებდა. ჩვენ შეიძლება კიდევ რაღაცები გაგვეკეთებინა, მაგრამ ვაჟა, თუ იკითხავთ, პირველი სკოლა დაამთავრა და არასდროს ყოფილა ჩხუბის ინიციატორი, პირიქით, სულ შერიგებისკენ მოუწოდებდა ყველას და მრავალი სიცოცხლე აქვს გადარჩენილი.

მე ვაჟას დამოკიდებულება ვიცი ოსებისადმი, მეზობლებიც ბევრი გვყავდა, საახლობლოც ბევრი გვყავდა.

კაცი წავიდა, უნდა დახმარებოდა ადამიანს, დაიჭირეს, მიუსაჯეს. ამით ვაჟას არაფერი არ აკლდება, ვაჟას ემატება. იძახიან, ხო იცოდა, რომ წავიდა, დაიჭერდნენ, ასე იზამდნენ, ისე იზამდნენ… მაგრამ როდესაც ადამიანი გულანთებული ექიმი ხარ, მაგასაც არ უყურებ, შენს სიცოცხლესაც გვერდზე დებ. მე მოვუწოდებ ოსებს, იმიტომ რომ კავკასიაში ვაჟკაცობა ყოველთვის ფასდება. შეხედონ ეხლა, აბა ლაჩარი ვაჟა უნდათ? ვაჟას რაც გულში აქვს, იმას ამბობს. წესიერი კაცი იყო და ძალიან სწორად იქცევა ახლა.მინდა მივმართო ოსეთის ხელისუფლებას, რუსეთის იმ ნაწილს, მოვუწოდებ მათ, რომ დააფასონ კაცის ეს საქციელი. მართლმადიდებელი ადამიანის, კარგი ქართველის კარგი საქციელი. ჩვენ უნდა გვიხაროდეს, მსოფლიოში რაც უფრო მეტი კარგი ადამიანი გვეყოლება. ვინმეს სიკვდილში ბრალი ხომ არ მიუძღვის, ხომ არ უბრძოლია ვინმეს წინააღმდეგ, ყოველთვის იყო ნებისმიერი ადამიანის დასახმარებლად და მათაც უნდა გამოიჩინონ კეთილგონიერება და ამ ეტაპზე მოწოდებით მოვუწოდებ. რომ გვიყურებენ ჩვენ შიგნით როგორც ვჭამთ ერთმანეთს, მაგასაც არ უყურებენ. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს თანამემამულეებს, ცოტა გონიერება გამოიჩინონ. თუ უნდათ, რომ ავირჩიოთ ნებისმიერ მხარეს, წესიერად მოიქცნენ, სკამებს არ გადააყოლონ საქართველო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ძალიან დაძაბული სიტუაციაა. მე არ ვარ ის ადამიანი, რამემ გამაჩეროს და ვინმემ გამაჩეროს და ქმედებაც არ ჩავიდინო. ამიტომ ჯობია ისე მოვიქცეთ, როგორც საქართველოსთვის არის კარგი, როგორც თითოეული ჩვენგანისთვის არის კარგი. კარგი ხალხი ვართ საქართველოში და ასე რატომ ვჭამთ ერთმანეთს, ასე რატომ ვუღებთ მტერს კარს… ჩვენ თუ ერთმანეთი დავჭამეთ, მსოფლიო რას მოგვარიდებს, ერთმანეთში თუ ეს ურთიერთობა გვქონდა. როგორც კი ცუდად გამოთქვი, ცუდად მოვიქეცი, არ გაჩერებულან და თვეები ის გრძელდება ხოლმე ჩემს საქციელებზე, ისე განმიკითხავენ. ნურც ერთ მხარეს ნუ გადავუსვამთ თავზე ხელს, ჯობია გამოსწორდნენ და საქართველოსთვის იზრუნონ და არა პარტიული საჭიროებისთვის. ვერც ერთი პარტია საქართველოს ვერ უშველის, ვერც ერთი ადამიანი ცალკე საქართველოს ვერ უშველის. ყველა გავერთიანდეთ და ვუშველოთ საქართველოს. მერე აღარც ლუკას რაც შეემთხვა, ისეთი ამბები გვექნება და აღარც ცოტნეს რაც შეემთხვა”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.