მთავარი ახალი ამბები ,,გუალე – კეთილი გულით“ – საკვები საჩუქრად

,,გუალე – კეთილი გულით“ – საკვები საჩუქრად

647
0

,,გუალე – კეთილი გულით“ – ასე ეწოდება საქველმოქმედო მოხალისეობრივ პროექტს, რომელსაც „ახალი საზოგადოება“ და მისი მხარდამჭერები და სხვა მოხალისეები აორგანიზებენ.

პროექტი ითვალისწინებს უბნებში, ცხელი, ჯანსაღი საკვებით უსასყიდლოდ გამასპინძლებას მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

როგორც პროექტის ავტორები იუწყებიან მათი სურვილია, რომ კვირაში ერთხელ, ფინანსურად შეჭირვებულ ადამიანებს, მიაწოდონ ის ცხელი საკვები, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლისუნარიანობის  გასაუმჯობესებლად. ასევე, იგეგმება უბნების მიხედვით სიების შედგენა და პროექტის მსვლელობისას შემოწირული საკვების მათზე განაწილება.

პროექტი 22 დეკემბერს კვირა დღეს დაიწყო, გამცემი პუნქტის კარავი განთავსებული იყო ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ, ერთი ადამიანის ულუფა კი შეადგენდა: 250 გრამ მოხარშულ ორაგულს, 350 გრამ ცხელ სოკოს სუპს, 400 გრამ ცხელ კომპოტს და 500 გრამ პურს.

პროექტი იგივე ადგილას ყოველ კვირა დღეს ჩატარდება,  როგორც პროექტის ერთ-ერთი მოხალისე აცხადებს, ისინი ელოდებიან რაც შეიძლება მეტ ადამიანს, ვისაც ესაჭიროება ცხელი საკვები.

ორგანიზატორების განცხადებით, ეს პროექტის პირველი ეტაპია და იგეგმება პროექტის სხვადასხვა უბნებში გავრცელება.

ასევე, ,,გუალე – კეთილი გულით“ იწვევს კომპანიებს და რიგით მოქალაქეებს პროექტის მხარდასაჭერად.

პროექტს ორგანიზებას უწევს „ახალი საზოგოდოება“,  ,,ხანძთელის ფონდი” და  ,,საქართველოს პენსიონერთა გაერთიანება” .

 

გახსნილია ანგარიში, რომელზეც თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში გაზრდით დაპურებულთა რაოდენობას

ანგარიში: GE75TB7737036080100015

მიმღები: ახალი საზოგადოება

დეტალურად იხილეთ: https://www.facebook.com/akhalisazogadoeba/posts/2601381719978230