მთავარი ახალი ამბები ტრამპი რუსეთს, სირიას და ირანს იდლიბში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვაში ადანაშაულებს

ტრამპი რუსეთს, სირიას და ირანს იდლიბში მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვაში ადანაშაულებს

492
0

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ რუსეთი, სირია და ირანი სირიის პროვინცია იდლიბში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას აპირებენ. ამის შესახებReuters-ი წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამის განცხადება თეთრი სახლის მეთაურმა Twitter-ზე გააკეთა. 

„რუსეთი, სირია და ირან იდლიბის პროვინციაში ათასობით უდანაშაულო ადამიანს კლავენ, ან მათი მკვლელობისთვის ემზადებიან. ამას ნუ ჩაიდენთ! თურქეთი ჟლეტის შესაჩერებლად მუშაობს“, – დაწერა ტრამპმა. 

იდლიბი სირიის უკანასკნელი პროვინცია, რომელსაც ამბოხებულები აკონტროლებენ. ქვეყნის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა მისი გათავისუფლების პირობა დადო. ბოლო დროს სირიის და რუსეთის ძალებმა იდლიბში ავიაიერიშები გააძლიერეს. სამოქალაქო ომის შედეგად პროვინციიდან სულ ცოტა 500 000 ადამიანი გაიქცა. გაეროს მონაცემებითპროვინციაში ჰუმანიტარული კრიზისია.