მთავარი ახალი ამბები ქალაქ პრიპიატში ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ ნაძვის ხე პირველად დადგეს

ქალაქ პრიპიატში ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ ნაძვის ხე პირველად დადგეს

820
0

ჩერნობილში ატომური ელექტროსადგურის აფეთქებიდან პირველად, მეზობელ ქალაქპრიპიატში ნაძვის ხე დადგეს. ამის შესახებ BBC წერს. 

გამოცემის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მისი ყოფილი მაცხოვრებლები მივიდნენ და ნაძვზე ოჯახების წევრების ფოტოები ჩამოკიდეს. აქციის ორგანიზატორი ჩერნობილის ტუროპერატორების ასოციიაცია იყო. 

1986 წელს ატომური ელექტროსადგურიდან 3 კილომეტრში მდებარე პრიპიატში 47 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. ავარიის შემდეგ მათ ქალაქის დატოვება რადიაციული დაბინძურების გამო მოუწიათ. 

ტუროპერატორების ასოციაციაში უნდათ, რომ ელექტროსადგურის ირგვლივ არსებული ზონა Unesco-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტად უნდა აღიაროს.