მთავარი ახალი ამბები საჩუქრად, სადილი შეჭირვებულებისთვის გრძელდება-“გუალე კეთილი გულით”

საჩუქრად, სადილი შეჭირვებულებისთვის გრძელდება-“გუალე კეთილი გულით”

169
0

საქველმოქმედო პროექტი ,,გუალე – კეთილი გულით”,  საჩუქრად  სადილი შეჭირვებულებისთვის გრძელდება. გასულ კვირასთან შედარებით, ბენეფიციარების რაოდენობაც გაიზარდა.

პროექტი ითვალისწინებს უბნებში, ცხელი, ჯანსაღი საკვებით უსასყიდლოდ გამასპინძლებას მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებით ირკვევა, რომ საკვები საკმაოდ ჯანსაღი პროდუქტია. გარდა ამისა, პროექტის ორგანიზატორებს, მჭედლიშვილების გვარის წარმომადგენელმა უსასყიდლოდ, სამკურნალო მალამოები გადასცა, “დავით მჭედლიშვილი-ჰიპოკრატე” წარმოებული, უმაღლესი ხარისხის მალამო “უზნაძე-მჭედლიშვილი” რომელიც პროექტის ბენეფიციარებს  საკვების მისაღებად მისულებს უსასყიდლოდ გადაეცათ.

როგორც ერთ-ერთი  ორგანიზატორი აცხადებს პროექტში დაანონსების თანავე  ჩართვის სურვილი სხვადასხვა ტაძრის სტიქაროსანმა და მრევლის წევრამ გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ პროექტი ამ ეტაბზე მათი აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს, მათ საქმიანობაში შედის: ადგილზე ინფრასტრუქტურის მოწყობა, საკვების დამზადება, საკვების სპეციალურ კონტეინერებში და თერმოყუთებში განთავსება და ადგილზე და ოჯახებში მათი განაწილება.

,,გუალე – კეთილი გულით” ორგანიზატორების სურვილია, ამ ადამიანებმა, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა ჯანსაღად იკვებონ, მიიღონ ის  ჯანსაღი არაგენმოდიფიცირებული პროდუქტები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მოხალისეებმა ამ კვირას  ცხელი კერძები სახლებში მიუტანეს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ. პროექტის ირგვლისვ ბენეფიციარების სია ფართოვდება და ახალგაზრდები ყველაფერს აკეთებენ, რომ არავინ დავტონ უყურადღებოდ.

ასევე ადგილზე გროვდება  მშრალი პროდუქტები, რომლებიც არ ფუჭდება (ზეთი, წიწიბურა, მაკარონი, კონსერვები და ა.შ)“,-  ამბობენ გუალეს ირგვილ შემოკრებილი ახალგაზრდები .

პროექტი ხორციელდება ახალი საზოგადოების „ხანძთელის ფონდისა“ და „საქართველოს პენსიონერთა გაერთიანების“დახმარებით.

გახსნილია ანგარიში, რომელზეც თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში გაზრდით დაპურებულთა რაოდენობას

თიბისი ბანკი : GE75TB7737036080100015
მიმღები: ახალი საზოგადოება