მთავარი ახალი ამბები თალაკვაძე: საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში ლავროვს დახვდება პროტესტი

თალაკვაძე: საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში ლავროვს დახვდება პროტესტი

673
0

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განვხადებით, ის ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. მისი განცხადებით, თუ ლავროვი ქვეყანაში ჩამოვა, დახვდება ხელისუფლების პრინციპული პოზიციები.  

„სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრზე ნამდვილად ვერ გეტყვით, სად ჩავა. საქართველომ ჩაიბარა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა, შესაბამისად, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რაც ტრადიციულად თავმჯდომარეობის ფარგლებში ტარდება თავმჯდომარე ქვეყნების მიერ, ის ღონისძიებები ჩავატაროთ საქართველოში, მათ შორის არის მინისტერიალი. ჩამოვა თუ არა ამ შეხვედრაზე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მე ამაზე ნამდვილად ვერ გიპასუხებთ. თუ ის ჩამოვა, საქართველოში დახვდება პროტესტი იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, საქართველოში დახვდება ხელისუფლების პრინციპული პოზიციები, რომ შეასრულოს რუსეთის ფედერაციამ ვალდებულებები, საქართველოში დახვდება კონკრეტული დასკვნები და შეფასებები იმ საქმეების, სადაც ჩვენი მოქალაქეთა უფლებები მძიმედ ირღვეოდა, მკვლელობები, გატაცებები, უკანონო პატიმრობები და საქართველოში დახვდება ძალიან პრინციპული განცხადებები ჩვენი სახელისუფლო გუნდის მხრიდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და ვალდებულია ღონნისძიებებს უმასპინძლოს.