მთავარი ახალი ამბები Honda ბაზარზე მესამე დონის უპილოტო ავტომობილებს გამოიტანს

Honda ბაზარზე მესამე დონის უპილოტო ავტომობილებს გამოიტანს

565
0

ავტოკონცერნი Honda პირველი იაპონური წარმოებაა, რომელიც მესამე დონის უპილოტო ავტომობილებს გაყიდის. ადგილობრივი მედიის ცნობით, პირველი ავტომობილი გასაყიდად ბაზარზე 2020 წლის მეორე ნახევარში გამოჩნდება.

უპილოტო ავტომობილის მესამე დონე საშუალებას აძლევს მძღოლს მანქანაში დარჩეს, თუმცა არ უყუროს გზას და მაგალითად, წიგნის კითხვით ან ტელევიზორის ყურებით დაკავდეს. ამავდროულად, ავტომობილი ავტოპილოტის რეჯიმში რჩება დაბალი სიჩქარის გზებზე და საცობებში. 

ამ დროისთვის მესამე დონის უპილოტო ავტომობილებს უკვე ყიდის გერმანული ავტომწარმოებელი Audi.  

იაპონიის ხელისუფლებამ ამ ტექნოლოგიის განვითარებაზე $25 მილიარდი დახარჯა. მოსალოდნელია, რომ 2020 წელს უპილოტო ავტომობილები იაპონიის რამდენიმე რეგიონში ივლის. 2025 წლისთვის კი ქვეყანაში მესამე დონის უპილოტო ავტომობილების პარკი ფორმირდება.