მთავარი ახალი ამბები ავსტრალიელი მილიარდერი ქვეყნის აღდგენაზე $48 მილიონს დახარჯავს

ავსტრალიელი მილიარდერი ქვეყნის აღდგენაზე $48 მილიონს დახარჯავს

615
0

ავსტრალიელი მილიარდერი ენდრიუ ფორესტი აცხადებს, რომ ტყის ხანძრით დაზარალებულთა დასახმარებლად და ქვეყნის აღსადგენად $48 მილიონს დახარჯავს.

Forbes ცნობით, ფორესტი $6,8 მილიონით, დააფინანსებს 1200 წევრისგან შემდგარ „მოხალისეთა არმიას“, რომელიც ხანძრით დაზარალებულ რეგიონებში მოსახლეობას დაეხმარება. 

მილიარდერი $10 მილიონს იმ თემებისთვის გაიღებს, რომლებიც ავსტრალიის წითელ ჯვართან და ხსნის არმიასთან ითანამშრომლებენ. 

დანარჩენ $34 მილიონს ენდრიუ ფორესტი ნაციონალური კონცეფციის შექმნაზე დახარჯავს, რომლის შედეგადაც ხანძრების და ეკოლოგიური პრობლემების დროს ადამიანების სიცოცხლე უკეთ იქნება დაცული. 

ბრიტანელმა მომღერალმა და მუსიკოსმა ელტონ ჯონმა ავსტრალიაში ტყის ხანძართან საბრძოლველად მილიონი დოლარი გადარიცხა.

მანამდე მეხანძრეების დასახმარებლად თანხა პინკმა, კრის ჰემსვორთმა, ნიკოლ კიდმანმა, ჰიუ ჯეკმანმა, სელენა გომესმა და სხვა ვარსკვლავებმა გადარიცხეს. 

ტყის ხანძრით დაზარალებულ რეგიონებს ავსტრალიის მთავრობამ $1,4 მილიარდი გამოუყო

ტყის ხანძრები ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას  24 ადამიანი ემსხვერპლა. 2000-ზე მეტი სახლი კი ხანძარმა გაანადგურა. სტიქიის გამო 5 მილიონი ჰექტარი ტყე განადგურდა. ახალი სამხრეთ უელსის შტატში ტყის ხანძრებს დაახლოებით ნახევარი მილიარდი გარეული ცხოველი ემსხვერპლა.