მთავარი კატეგორიის გარეშე ქველმოქმედი ბავშვები – გაზიარებისა და ზრუნვის მაგალითი საზოგადოებისთვის!

ქველმოქმედი ბავშვები – გაზიარებისა და ზრუნვის მაგალითი საზოგადოებისთვის!

1021
0

“გუალე – კეთილი გულით”, რომელიც ითვალისწინებს ქუჩაში, ცხელი, ჯანსაღი საკვებით უსასყიდლოდ გამასპინძლებას მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება – ისევ გრძელდება!!!

 5 იანვარს,  სოცილური პროეტის ირგვლივ გაერთიანებულმა ორგანიზაციებმა და უბრალო ადამინებმა, კიდევ რამოდენიმე ათეულ ადამინს მიაწოდეს ჯანსაღი ცხელი საკვები !

5 იანვრის პროექტის განხორციელებაში ჩაერთვნენ: ჯანსაღი საკვების მაღაზია „ანტრეკოტი“ და  ქართულ ხორბალზე დამზადებული პური „მზეთამზე“

აღსანიშნავია ორი ქველმოქმედი ბავშვი, რომელთა საქციელსაც სოციალურ ქსელში გამოხმაურება მოჰყვა:

პატარა „მასტერშეფმა“ სანდრო ქანთარიამ, პროექტს უსასყიდლოდ გადასცა მისი წარმოებული უგემრიელესი ჯემები -„სანდროსგან“

ასევე 4 წლის თომამ, თოვლის ბაბუის ნაჩუქარი კამფეტები, გაუნაწილა ყველა მოსულ ადამიანს.

აღსანიშნავია „დიასპორული საგვარეულო კავშირი“  ცხელ საკვებზე მოსულ ადამინებს თბილი ტანსაცმელი გადასცეს.

 

ზემოთ ჩამოთვლილი კეთილი ადამიანების დახმარებით, ამ კვირას რამოდენიმე ათეულ ადამიანმა მიიღო: „მზეთამზის“ უმაღლესი ხარისხის ერთი მთლიანი პური, „ანტრეკოტის“ სპეციალურად „გუალესთვის“ დამზადებული უგემრიელსი სოკოს სუპი და შემწვარი ორაგული, სანდროს ჯემები და თომას კამფეტები ეს ყველაფერი ტრადიციულად ცხელ კომპოტთან ერთად.

,,გუალე – კეთილი გულით” ორგანიზატორების სურვილია, ადამიანებმა რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა ჯანსაღად იკვებონ, მიიღონ ის  ჯანსაღი არაგენმოდიფიცირებული პროდუქტები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

იგეგმება პორექტის სხვადასხვა უბანში გაფართოვება.

შეგახსენებთ პროეტი ყოველ კვირა საჭიროებს თქვენს დახმარებას, გახსნილია ანგარიშირომელზეც თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში გაზრდით დაპურებულთა რაოდენობას

თიბისი ბანკი          : GE75TB7737036080100015

საქართველოს ბანკი:  GE22BG0000000162356977

მიმღებიახალი საზოგადოება