კომპანია Apple-მა აიფონებიდან ელექტრონულ საცავ iCloud-ზე ატვირთულ ყველა ფოტოს ბავშვებთან სასტიკი მოპყრობის, მათ შორის არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის ფაქტზე შემოწმება დაიწყო. ამის შესახებ Daily Telegraph-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ინფორმაცია კომპანიის დირექტორმა კონფიდენციალურობის საკითხებში ჯეინ ხორვატმა დაადასტურა. მისი თქმით, ალგორითმი ყველა ფოტოს ავტომატურად ამოწმებს.
ხორვატის ცნობით, ყველა ანგარიში, რომელიც არასასურველ ფოტოებს iCloud-ზე ინახავს, სერვისის გამოყენების წესებს არღვევს და წაიშლება. შესაბამისი ცვლილება Apple-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში 2019 წლის 31 დეკემბერს შეიტანეს.