მთავარი ახალი ამბები ილია მეორე უკრაინის თვითმფრინავის კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს

ილია მეორე უკრაინის თვითმფრინავის კატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს

356
0

თეირანთან მომხდარი ტრაგედიის გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამძიმრის წერილი გაავრცელა. ილია მეორე უკრაინის პრეზიდენტს და იმ ქვეყნის ხელისუფლებას უსამძიმრებს, რომელთა მოქალაქეებიც ბორტზე იმყოფებოდნენ.   

„გვინდა, გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი 8 იანვარს თეირანში, უკრაინის თვითმფრინავის კატასტროფის გამო, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს, ვუსამძიმრებთ უკრაინის პრეზიდენტს და ასევე იმ ქვეყნის ხელისუფალთ, რომელთა მოქალაქეებიც ბორტზე იმყოფებოდნენ“, – აღნიშნულია ილია მეორის სამძიმრის წერილში.

ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ უკრაინული ლაინერის კატასტროფის გამოძიების პირველი შედეგები 9 იანვარს გამოაქვეყნა. ირანელი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბორტზე ტექნიკური პრობლემები შეიქმნა.

თეირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი Boeing 737 8 იანვარს ჩამოვარდა. ბორტზე 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იყო. ყველა მათგანი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის 7 ქვეყნის მოქალაქეები არიან. კერძოდ, უკრაინელები, ირანელები, კანადელები, შვედები, ავღანელები, გერმანელები და ბრიტანელები.