მთავარი ახალი ამბები 2019 წელს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გნახორციელებული ღონისძიებების შედეგად მიღებული შედეგები

2019 წელს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გნახორციელებული ღონისძიებების შედეგად მიღებული შედეგები

573
0

ჩატარდა ინტენსიური სამუშაოები ტყის ინვენტარიზაციის, ტყის მოვლა-აღდგენის, ხე-ტყის ორგანიზებულად დამზადებისა და მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის ხელშეწყობის მიმართულებით.

• ტყის აღდგენის სამუშაოები განხორციელდა 214 ჰა ფართობზე, მათ შორის ბორჯომის ნახანძრალი ტყის ტერიტორიაზე.
• ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები განხორციელდა ლაგოდეხის სატყეო უბნის 21 116 ჰა ფართობზე. სამუშაოები დაიწყო დაიწყო ლენტეხის სატყეო უბნის 76 393 ჰა და ახმეტის 64 894 ჰა ფართობებზე.
• საკანონმდებლო ცვლილებებით დარეგულირდა ტყითსარგებლობის მიმართულებები.

სატყეო განათლების ხელშეწყობის, დარგში ახალგაზრდა კადრის მოზიდვასა და საზოგადოების ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით:

• მომზადდა სპეციალური სტაჟირების სამთვიანი პროგრამა
• გადამზადდა და ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე დასაქმდა სატყეო განათლების მქონე 16 ახალგაზრდა.

გაუმჯობესდა სააგენტოს თანამშრომელთა სოციალური გარანტიები და სამუშაო პირობები, მეტყევეებს გადაეცათ ახალი უნიფორმები და განახლდა სააგენტოს ავტოპარკი.