მთავარი ახალი ამბები “გუალე კეთილი გულით” 7 კვირაა გრძელდება და დაპურებულია რამდენიმე ასეული ადამიანი.

“გუალე კეთილი გულით” 7 კვირაა გრძელდება და დაპურებულია რამდენიმე ასეული ადამიანი.

1385
0

ორგანიზაცია „ენკენიას“ ორგანიზებით საქველმოქმედო პროექტი ,,გუალე კეთილი გულით” გრძელდება.

საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ ყოველ კვირა დღეს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, მეტრო სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ, იმართება საქველმოქმედო პროექტი ,,გუალე კეთილი გულით”.

ენკენიის წარმომადგენლები  ამობობენ:    –  პროექტ „გუალეს“  მიზანია თბილისის უბნებში კვირაში ერთხელ ცხელი, ჯანსაღი პროდუქტითა და კეთილი გულით მომზადებული ოჯახური სადილით გავუმასპინძლდეთ  ვაჟა-ფშაველაზე მცხოვრებ უმწეო და ჩვენამდე მოსულ მშიერ მოქალაქეებს.

ენკენია განსაკუთრებით დიდ მადლობას უხდის პურის კომპანია ,,მზეთამზეს”, რომელიც პროექტის დაწყების დღიდან ქართულ ხორბალაზე დამზადებულ, უმაღლესი ხარისხის პურით ამარაგებს ,,გუალეს”.

ასევე იზრდება კეთილი რესტორნების თუ კაფეების  რიცხვი, ვინც მიიღო მონაწილეობა ათობით ადამინის დაპურებაში. ასეთები არიან: „პეტ20“ რომელიც პეტრიაშვილის 20 ნომერში მდებარეობს, „ბარბარესთან“ და „სენვი“ ფალიაშვილზე.

 

აღსანიშნავია გასული კვირა და კუკიის წმინდა ნინოს ტაძრის ინიციატივა. ა. წ. 27 იანვარს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღნიშნა წმ. ნინოს ხსენება. კუკიის წმ. ნინოს სახელობის ტაძარს შეუსრულდა გახსნიდან 125 წელი, ამასთან დაკავშირებით, ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა კონსტანტინემ, გადაწყვიტა გამასპინძლებოდა მატერიალურად შეჭირვებულ ადამიანებს, იგი დაუკავშირდა პროექტის ორგანიზატორებს და სთხოვა მათ, რომ საქველმოქმედო საღამო დაეორგანიზებინათ, ორგანიზატორები აბსოლუტურად უანგაროდ დათანხმდნენ და ჩვეულ რეჟიმში საღამოს 5 საათზე, ტაძრის მიმდებარედ, სკვერში გაშალეს კარავი და გაუმასპინძლდნენ დაახლოებით 100 ადამიანს. მათ საკვები დაუმზადა ჯანსაღი კვების რესტორანმა ,,სენვიმ”, რომელიც ამ სახით ჩაერთო პროექტში და მის განვითარებაში მიიღო მონაწილეობა.

მენიუში შედიოდა: ქათმის ბულიონი, ქათმის ფილეს ფარშზე დამზადებული კოტლეტი, პიურე, ვაშლისა და კომშის კომპოტი და პური.

თუ გსურთ, რომ მიიღოთ მონაწილეობა ამ ღირსშესანიშნავ პროექტში და გაზარდოთ დაპურებულთა რაოდენობა, ჩარიცხეთ თანხა ქვემოთ მოცემულ ანგარიშის ნომერზე:

თიბისი ბანკი – TBC BANK ანგარიში: GE58TB7075836080100013

საქ. ბანკის ანგარიშის ნომერი – GE38BG0000000162452622

მიმღები: ა(ა)იპ ენკენია