მთავარი ახალი ამბები შიდა ქართლის რეგიონში ბინა 34 დევნილ ოჯახს გადაეცა

შიდა ქართლის რეგიონში ბინა 34 დევნილ ოჯახს გადაეცა

370
0

შიდა ქართლის რეგიონში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინის მფლობელი 34  დევნილი ოჯახი გახდა.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გადასცეს. 

გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში არსებული საცხოვრებელი ფართები, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად, გაანაწილა.

2020 წელს ახალი საცხოვრებელი 2500-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცემა, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართები კი 1500-ზე მეტ  ოჯახს დაუკანონდება.