მთავარი ახალი ამბები ,,…როცა, ხელისუფლებამ ცოცხლიც და მიცვალებულიც მტერს შეატოვა, ეკლესია დადგა ფეხზე”

,,…როცა, ხელისუფლებამ ცოცხლიც და მიცვალებულიც მტერს შეატოვა, ეკლესია დადგა ფეხზე”

882
0

ჟურნალისტ დარეჯან მეფარიშვილის პოსტი სოციალურ ქსელში:


,,იმ დროს, როცა აგვისტოს ომში ოკუპანტის მიერ დახოცილ საქართველოს საჯიშე მომავალს ბუზები ესეოდა და მატლები ჭამდა, ისინი, ვინც დღეს “ერთჯერად კოვზებს” “ებღაუჭებიან” და ეკლესიების დეზინფექციას მოითხოვენ, საქართველოს საზღვარს კარგა ხნის გაცილებულნი იყვნენ.

ისინი დუმდნენ, როცა სასულიერო პირები, მათ მიერ თაკარა მზის გულზე, ოკუპანტისთვის საჯირითოდ მიგდებულ, ჩემი სამშობლოს მიწაზე, ოკუპანტის მიერ ნაწამები ჯარისკაცების ხრწნაში გადასულ გვამებს (მაპატიეთ ამ “გამონათქვამისთვის”, მაგრამ ასე ითქმის), ლპობაში გადასულ სხეულის ნარჩენებს, მიმოფანტულს, მათივე სისხლით გაჟღენთილ მიწაზე, სათითაოდ აგროვებდნენ. ეპიდემია, რომლის აფეთქების საშიშროება აგვისტოს ომის დროს არსებობდა, იმ ადამიანებს, ვინც დღეს ეკლესიას მიადგა ნამგლითა და უროთი, არ ანაღვლებდათ. არადა, ოკუპანტს სწორედ ეპიდემიის გავრცელების საშიშროების გამო “გაუთბა გული” და ეს იცოდა (აცნობეს) ხელისუფლებამ! და, როცა, ხელისუფლებამ ცოცხლიც და მიცვალებულიც მტერს შეატოვა, ეკლესია დადგა ფეხზე. არავის, არავის, დღეს მოლაყბეთაგან არც ერთს, არ ანაღვლებდა არც მიცვალებულები და არც ცოცხლები. არც იმ სასულიერო პირების ჯანმრთელობა ადარდებდათ, ვინც თაკარა მზის გულზე მიტოვებულ ჯარისკაცებს დასტიროდნენ, იქ, ჩემი სამშობლოს, მტრისგან მიტაცებულ მიწაზე. აი, იმ მიწაზე, რომლის არტერიაც აგვისტოს ომმა ახალი სისხლით შეავსო… აი, იმ მიწაზე, ქვების გროვა რომ უწოდა ხელისუფალმა და მათ, ვინც დღეს ეკლესიას მიადგა, ქვების გროვის ავტორს, ამ “ნაწილშიც” ტაში დაუკრეს… ისინი არ ნერვიულობდნენ მხცოვან პატრიარქზე, რომელიც თავის სულიერ შვილებთან ერთად პირბადისა და ყოველგვარი დამცავი “ატრიბუტიკის” გარეშე დადიოდა გვამებს შორის…. და, დღეს, ეს ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში ზიარებისთვის კი არა, სანთლის დასანთებადაც არ შედიან, ადამიანები, რომელთაც ჩვენ, ჩვენი გადასახადებით ვუხდით ხელფასს, პრემიებს, დანამატებს, ვყიდულობთ მათთვის მანქანებს, ჩვენი ფულით ვუქმნით კომფორტს, ხოლო სანაცვლოდ ვღებულობთ დაცინვას, დამცირებას, “გვიცავენ” ჩვენ კორონავირუსისაგან, რომელიც თურმე ეკლესიაში ბუდობს…”