მთავარი ახალი ამბები “იმის გამო, რომ ერთ-ერთი ვარ, ვინც კორონავირუსით გაწამებული ევროპიდან ჩამოვიდა..”

“იმის გამო, რომ ერთ-ერთი ვარ, ვინც კორონავირუსით გაწამებული ევროპიდან ჩამოვიდა..”

662
0

“გამარჯობა. მინდა საჯაროდ გამოვეხაურო თქვენს მესიჯებს, რომელთაც მწერთ ჩემი ჯანმრთელობის გამო, იმის ფონზე, რომ ვცხოვრობ მადრიდში (ესპანეთი), სადაც ბოლო რამდენიმე დღის განმანვობაში კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება უკიდურესად დაიძაბა.

იმის გამო, რომ ერთ-ერთი ვარ, ვინც კორონავირუსით გაწამებული ევროპიდან ჩამოვიდა, ვარ ვირუსის პოტენციური შემომტანი ქვეყანაში. ამის გამო, მოვალეობად მიმაჩნია ამ სტატუსის გაზიარება.

ესპანეთში ვითარების გაუარესება წინასწარ ვიეჭვე და გადავწყვიტე საქართველოში წამოვსულიყავი. თბილისში ჩამოვედი 11 მარტს, გამთენიისას. ვიმგზავრე სტამბულის გავლით. მთელი მგზავრობისა და ე.წ. “ლეი ოვერის” დროს (სტამბულის აეროპორტში) მეკეთა პირბადე, ლატექსის ხელთათმანები და სათვალე; ვხმარობდი სადეზინფექციო ხსნარს. (იხ. ფოტო)

სტამბულის და თბილისის აეროპორტში შეგვამოწმეს თერმოკამერით. ადამიანები, ვისაც სიცხე ჰქონდათ გაიყვანეს ცალკე. მინდა საჯარო მადლობა გადავუხადო ამირან გამყრელიძეს, პაატა იმნაძეს და მთელ გუნდს, მათ შორის ექიმებს, ვინც ჩართულია კორონავირუსთან ბრძოლაში, 24/7-ზე. საქართველო ძალიან მაგრად ეჭიდება ამ პრობლემას!

იმის მიუხედავად, რომ არ მაქვს არანაირი სიმპტომი (და შესაბამისად არც გადამდები შეიძლება ვიყო, იმ შემხვევაშიც კი თუკი ვირუსი მაქვს), გადავწყივტე რომ არავისთან მქონოდა კონტაქტი, მათ შორის არც ოჯახის წევრებთან. შესაბამისად, აეროპორტში არავინ არ დამხვედრია.

მინდა აღვნიშნო, რომ მადრიდში ყოფნის ბოლო 12 დღის განმანვლობაშიც თვითიზოლაციაში ვიმყოფებოდი, რადგან უნივერსიტეტი ონლაინ სწავლებაზე გადავიდა.

თბილისში ყოფნისას ვიყავი საბურთალოს კარფურში, ძალიან მცირე დროით. მეკეთა პირბადე, ლატექსის ხელთათმანები და სათვალე, ხელთათმანებზე მესვა სადეზინფიქციო ხსნარი. გარდა იმ ადამიანებისა, ვისთანაც ერთად ვიმგზავრე, ახლო კონტაქტი არავისთან არ მქონია.

ახლა ვიმყოფები ბაკურიანში, ორკვირიან თვითიზოლაციაში, რადგან ეს პირად პასუხისმგებლობად მიმაჩნია ჩემი ოჯახისა და ქვეყნის წინაშე.

მადლობა.”

წერს სოციალურ ქსელში: გიორგი არონია