ორგანიზაცია ,,ახალი საზოგადოება”, ფეისბუკ გვერდზე აქვეყნებს მიმართვას, სადაც მოხალისეობრივ მზადყოფნას აცხადებს, ამირან გამყრელიძის მოწოდებაზე.
ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:
,,✅ ორგანიზაცია ,,ახალი საზოგადოება” ერთვება ბ-ნ ამირან გამყრელიძის მოწოდებაში.
✔ ჩვენ ჩვენს თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად მზად ვართ, რომ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადოთ და მოვემსახუროთ იმ ადამიანებს, რომლებიც მაღალ რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან.
📌თუ თქვენ არ გყავთ ვინმე, ვინც თქვენს მაგივრად წავა წამლის საყიდლად, ამას ჩვენ გავაკეთებთ.
❗ასევე მოვუწოდებთ ახალგაზრდებს: ჩაერთეთ მოხალისეობრივ საქმიანობაში, რადგან მოხუცებში მაღალი რისკი არსებობს ვირუსის განვითარების. დავეხმაროთ მათ სიცოცხლის გახანგრძლივებაში.
✔ შეძლებისდაგვარად ჩვენ გავაკეთებთ დასახმარებელი ადამიანების სიას, თუ ვინმეს ექნება სურვილი, რომ გაგვიწიოს დახმარება, მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში.
✅ასევე ჩვენ მზად ვართ National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH) მიერ მოწოდებულ საზოგადოებრივ-მოხალიდეობრივ საქმეში ჩავერთოთ და თქვენთან ერთად ვიზრუნოთ ჩვენს მოხუც და უმწეო მოქალაქეებზე.
✅გისურვებთ ჯანმრთელობას.
✔ პატივისცემით ,,ახალი საზოგადოება”. – ნათქვამია განცხადებაში.