მთავარი ახალი ამბები ,,სამწუხაროდ, ამ განსაცდელის დროსაც ზოგიერთები არ წყვეტენ ანტიეკლესიურ პროპაგანდას”

,,სამწუხაროდ, ამ განსაცდელის დროსაც ზოგიერთები არ წყვეტენ ანტიეკლესიურ პროპაგანდას”

226
0

გთავაზობთ მმართველი პარტიის წევრის ალექსანდრე ერქვანიას განცხადებას:

“ამპარტავნების სულით შეპყრობილი კაცობრიობა, რომელმაც ღმერთი უარყო და დაუპირისპირდა, მის მიერ დადგენილი კანონების შეცვლა მოინდომა, მარადიულ ცხოვრებას ამსოფლიური ვნებები და სიამოვნება ამჯობინა, გარინდულია.

მსოფლიო პანიკაშია. დაცარიელებული ქალაქები, ჩაკეტილი საზღვრები, გარყვნილებასა და უზნეობას მიცემული კაცობრიობა, რომელმაც ღვთისადმი შიში და კრძალვა დაკარგა, ვირუსის შიშის ტყვეობაშია, ძრწის და კანკალებს სიკვდილის წინაშე, რაც უღმერთობის და ურწმუნოების შედეგია. უნდა გვახსოვდეს, რომ სამყაროს უფალი განაგებს და მისი ნების გარეშე არაფერი ხდება.

ყველა უნდა გავერთიანდეთ და ვილოცოთ ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს გადარჩებისთვის. განსაკუთრებით ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა სასოებდნენ უფალს და ყოვლაწმინდა ღვთისმშობელს. სამწუხაროდ, ამ განსაცდელის დროსაც ზოგიერთები არ წყვეტენ ანტიეკლესიურ პროპაგანდას. გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც ზიარების წესის შეცვლას მოითხოვენ და მიიჩნევენ, რომ ერთი კოვზით ზიარებამ შეიძლება, ვირუსის გავრცლება გამოიწვიოს, რაც გარდა იმისა, რომ დიდი უგუნურება და ურწმუნოებაა, მორწმუნე ადამიანის შეურაცხყოფაა. ამ საკითხზე უნდა დამთავრდეს შეშფოთებები და უაზრო საუბრები” – განაცხადა ალექსანდრე ერქვანიამ.