მთავარი ახალი ამბები “ეს ვირუსი მხოლოდ ბიოლოგიური იარაღი არ არის; იმავდროულად ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღია და...

“ეს ვირუსი მხოლოდ ბიოლოგიური იარაღი არ არის; იმავდროულად ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღია და მასების გამოთაყვანებაზეა მიმართული” – ზურაბ გურული

31368
0

აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:
მან ევროპაში კორონავირუსის მძიმე შედეგების მიზეზებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ამის მიზეზია ის, რომ ევროპაში ძალიან ბევრი მოხუცი და შუახნის ადამიანი ცხოვრობს, რაც თავის მხრივ ევროპული მედიცინის დამსახურებაა.

მან ასევე პანიკის მართვის და სიმშვიდის შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა.

ნელნელა გამოიკვეთა ჰიბრიდული ომის ახალი, დამანგრეველი ძალის ტაქტიკური იარაღი.
მოქმედების პრინციპით ინფრაბგერულ ზარბაზანს წააგავს, რომელიც უხილავად მოქმედებს ადამიანთა განწყობაზე, სასოწარკვეთაში აგდებს მათ და შემდეგ, პარალიზებული გონება შიგნიდან ანგრევს ყველა თავდაცვით სისტემას უჯრედების დონეზე.

ეს იარაღი მართვადი შიშია, რომლის მასიური ტრანსფორმირება აგრესიად ეგზოთერმული რეაქციაა;
არანაირი ენერგია არ სჭირდება საწვავად.
ამ პრინციპით იმუშავებენ მსოფლიოს უბოროტესი ქვეყნები, რომლებსაც კაცთმოძულე მუტანტები მართავენ. მათი ამოცანა პლანეტის პროგრესული სპექტრის ამოტრიალებაა,
რაც მათი იდეოლოგიურ-სულიერი დევალვაციით უნდა მოხდეს.

თავისებურად სიმბოლურია ის ფაქტი, რომ კორონავირუსის სამიზნე კაცობრიობის მომწიფებული, ასაკობრივი გამოცდილებით კონსერვატიული სპექტრია, რომელიც ზომიერების მთავარი გარანტიაა პლანეტაზე.
უმწიფარ ორგანიზმებს ხომ უკიდურესობები ახასიათებთ და უკიდურესობები ქაოსის მთავარი საწვავია.
1918-20 წლების ეპიდემიისას ვირუსის სამიზნე ძირითადათ 20-40 წლის ასაკობრივი სპექტრი იყო.
ამ უცნაურმა პროგრამირებამ უცებ დაშრიტა პირველი მსოფლიო ომიდან შემორჩენილი, პლანეტის საზარბაზნე ხორცის რეზერვები და ორი დეკადით დაამშვიდა მსოფლიო.
ამჟამად პირიქით ხდება.
ახალგაზრდული სპექტრი კრიტიკულ მასას მიაღწევს და ეს იმოქმედებს პლანეტის წამყვან ქვეყანათა პოლიტიკურ სისტემებზე. უკიდურესობები ნორმა გახდება და აფეთქებამდე მიიყვანს მსოფლიოს.

თუ ცივილიზაციის წამყვანმა ძალამ ამ პროცესების მართვა ვერ შეძლო, კატასტროფა გარდაუვალი იქნება.
კორონავირუსი მხოლოდ სიმულაციაა,
ერთგვარი გამაფრთხილებელი სიგნალია სამყაროდან, რომელიც გვაჩვენებს კაცობრიობის გაერთიანებული გონის, ანუ პლანეტის მთავარი კომპიუტერის სრული პარალიზების, რეალობაში მოდელირებულ ქრონიკას.

უკვე გამოჩნდა უკონტროლო გლობალიზაციის საფრთხეები.
აღმოჩნდა რომ ქვეყნებსაც აქვთ თავიანთი საკუთარი კოლექტიური ცნობიერი, ისევე როგორც ადამიანებს და ეს ცნობიერი, ისევე როგორც ინდივიდების,
სიკეთე-ბოროტების ჩაკეტილ სისტემაში პულსირებს.
ამიტომ სჭირდება ყველა ქვეყანას თუნდაც საკუთარი სტრატეგიული წარმოებების შენარჩუნება,
რათა გადამწყვეტ მომენტში ერთ უჯრედად ქცეული პლანეტა ერთიანად კი არ მოისრას, არამედ დამოუკიდებელი უჯრედები გადარჩნენ და მერე თავიდან დაიწყონ ახალი ქსოვილის შექმნა.

დასავლური მედიცინის ყოვლისშემძლეობის მითი დაანგრიაო კორონამ.

სინამდვილეში ხდება ეს:

დასავლური, განვითარებული მედიცინის გამო, განვითარებულ ქვეყნებში მკვეთრად მოიმატა მრავალი თანმდევი დაავადებით მცხოვრებმა ასაკოვანთა სპექტრმა.
კორონავირუსმა ძირითად სამიზნედ კი სწორედ ეს სპექტრი აირჩია, რითაც ფსიქოლოგიურად დაარტყა განათლებისა და პროგრესის საყოველთაო კონცეპციას.
მიზანი ერთია, პლანეტამ უნდა დაიჯეროს, რომ ხსნა არ არის პროგრესში; რომ ავტორიტარული რეჟიმების მქონე ქვეყნები უკეთ აკონტროლებენ ხალხთა მასებს და შესაბამისად პანდემიას, დრაკონული მიდგომებით.

ეს ვირუსი მხოლოდ ბიოლოგიური იარაღი არ არის; იმავდროულად ფსიქოლოგიური ზემოქმედების იარაღია და მასების გამოთაყვანებაზეა მიმართული.

პარალელურად კომპიუტერული ვირუსიცაა, რადგან უკვე სამი თვეა სტატისტიკა ვერ დაალაგა მსოფლიოს ვერცერთმა ქვეყანამ და სიტუაციაზე ჩინელი ექიმების სახელდახელოდ გამომცხვარი, ფსევდოკლინიკური სტატიებით მსჯელობენ.
ამ სტატიებმა კი უკვე წალეკა მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ჟურნალები.

არ აჰყვეთ პანიკას. მშვიდად, ძალიან მშვიდად და საოცრად ფრთხილად უნდა დავიცვათ პატარა საქართველო.
ეს ყველა ჩვენთაგანის ვალია. გონივრულად უნდა გადავანაწილოთ რესურსები, რომ რაც შეიძლება დიდხანს შევძლოთ “სანგარში” ჯდომა, სანამ საარტილერიო კანონადა გადაივლის.