მთავარი ახალი ამბები რეკომენდაციები რომლებიც დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მოქმედი...

რეკომენდაციები რომლებიც დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მოქმედი ტაძრის წინამძღვარმა მიიღო

884
0

📣 საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს ის რეკომენდაციები გააცნო, რომლებიც დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მოქმედი ტაძრის წინამძღვარმა მიიღო:

1⃣ კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან, 2020 წლის 4 აპრილიდან, ტაძრებში ლოცვები დაიწყოს შუადღის 16:00 საათზე, ხოლო ყოველდღე ტაძარი დაიკეტოს საღამოს არა უგვიანეს 20:00 საათისა.
2⃣ შეგახსენებთ, რომ აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები. ამისთვის დასახმარებლად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ყოვლადწმინდა სამების ლავრის კეთილმოწესეს, არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილს (ტელ: 591000600).
3⃣ გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატებისა და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტით და ვარდის წყლით), ასევე – იატაკის დამუშავება, ტაძარში კი მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები.

გარდა ამისა:

🚩 ჯერჯერობით ეკლესია არ იძლევა არანაირ განმარტებას, როგორი იქნება სააღდგომო მსახურება და ელოდება სააღდგომო დღეების მოახლოებას. სასულიერო პირები მიიღებენ შესაბამის რეკომენდაციებს, ჯერჯერობით ადრეა ამაზე საუბარი;
🚩 ყველა სასულიერო პირის საყურადღებოდ ვამბობთ, რომ თავი შეიკავონ განცხადებებისგან იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდება სააღდგომო მსახურების შესრულება;
🚩 ყველა სასულიერო პირს სიფრთხილე მართებს განცხადებების გაკეთების დროს, რათა ამან არ გამოიწვიოს გაუგებრობები;
🚩 ერთი მხრივ, უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას. მეორე მხრივ კი – ჩვენი სარწმუნოების ძირითად მცნებებს;
🚩 ღვთისმსახურებისას მრევლი უნდა დადგეს ტაძრის ეზოში;
🚩სადაც საშუალება იქნება, მსახურებისთვის ტრაპეზი მოეწყოს ღია ცის ქვეშ, რათა მრევლის დიდი ნაწილი დადგეს გარეთ, თუმცა, რა თქმა უნდა, ასეთ დროსაც დაცული უნდა იყოს სანიტარიული ნორმები და დისტანცია. ბევრ ტაძარში უკვე ჩატარდა ასეთი მსახურება, ძღვენი გამოაბრძანეს გარეთ და იქ აზიარეს მრევლი;
🚩 პრემიერ-მინისტრმა ბრძანდა, რომ ყველაფერს იღონებენ, რათა სააღდგომოდ ეს პრობლემა გადაჭრილი იყოს. ამ იმედით ვლოცულობთ ჩვენც და ველოდებით ამ დღეების მოახლოებას. ინებსო ღმერთმა, რომ ჩვენ შევძლოთ, ერთი მხრივ, საზეიმო მსახურება და, მეორე მხრივ, ამით არაფერი დავარღვიოთ;
🚩 ეკლესია ხარებისა და აღდგომის ლიტურგიების ჩატარებას მორწმუნეთა გარეშე არ განიხილავს;
🚩 ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ვინც ასაკის ან იმუნიტეტის გამო რისკის ჯგუფშია, ვინც ფრთხილობს, რომ ეკლესიაში მისვლით შესაძლოა დაავადდეს, ყველას მიეცა რეკომენდაცია, დარჩეს სახლში;
🚩 სასულიერო პირები მივლენ შინ დაჩენილ მრევლთან და აზიარებენ; 🚩 ძალიან მნიშვნელოვანია ერთი რამ: ამ ადამიანებს ეკლესია არ ეუბნება, რომ არღვევს სარწმუნოებრივ მრწამსს, პირიქით, თუკი ფრხილობთ, ჩვენ თავად მოვალთ თქვენთან შინ და გაზიარებთ;
🚩 ერთი კოვზით ზიარების შესახებ სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება და ამაზე მსჯელობა აღარ გაგრძელდება;
🚩 დაზღვეული არავინ არაფრისგან ვართ – ნებისმიერ ადამიანს შეიძლება შეემთხვეს ეს, თუმცა განწყობა, რომ ამ საერთო განსაცდელის დროს ვიღაცას წინასწარ უხარია „ეკლესიის კლასტერის“ გაჩენა, ძალიან სამწუხაროა. ამიტომ ყველას ვთხოვთ, მოვუფრხილდეთ ერთმანეთს და ნუ დავძაბავთ ისედაც დიდი განსაცდელის წინაშე მყოფ ხალხს;
🚩 ზემოხსენებული რეკომენდაციები არ ვრცელდება უცხოეთში მოქმედ ჩვენს ეპარქიებზე, მათ უწევთ დაემორჩილონ იქაური ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიღებულ ზომებს, ამიტომ, რა თქმა უნდა, საზღვარგარეთ მოქმედ ეპარქიებზე სხვა სახის რეკომენდაციები გავცრელდება, იქ არსებული ვითარების გათვალისწინებით.