მთავარი ახალი ამბები საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დამატებითი რეისები განხორციელდება

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დამატებითი რეისები განხორციელდება

894
0

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის და­ვა­ლე­ბით, სა­ზღვარ­გა­რეთ მყო­ფი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის სამ­შობ­ლო­ში ეტა­პობ­რი­ვი დაბ­რუ­ნე­ბის მიზ­ნით, სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ გან­სა­ზღვრა და­მა­ტე­ბი­თი რე­ი­სე­ბი შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბით: 16 აპ­რი­ლი – პა­რი­ზი-თბი­ლი­სი ; 18 აპ­რი­ლი – თე­ლა­ვი­ვი-თბი­ლი­სი ; 21 აპ­რი­ლი – რომი-თბი­ლი­სი.

სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ რე­ი­სებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს კომ­პა­ნია „Georgian Airways”.

“ავი­ა­რე­ი­სებ­ზე ბი­ლე­თე­ბი გა­ი­ყი­დე­ბა რე­ი­სის თა­რი­ღამ­დე 2 დღის ადრე, კომ­პა­ნი­ის ვებ-გვერ­დზე, ბი­ლე­თის ფასი გან­სა­ზღვრუ­ლია 199 ევრო.

მგზავ­რო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრო­ტო­კო­ლით. სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­სუ­ლი ყვე­ლა მგზავ­რი გა­ივ­ლის 14 დღი­ან სა­ვალ­დე­ბუ­ლო კა­რან­ტინს.

სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი რე­ი­სე­ბი­დან ასე­ვე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა : 7 აპ­რი­ლი – ათე­ნი-თბი­ლი­სი ; 10 აპ­რი­ლი – ლარ­ნა­კა – თბი­ლი­სი; 12 აპ­რი­ლი – ბერ­ლი­ნი-თბი­ლი­სი; 14 აპ­რი­ლი – ამ­სტერ­და­მი-თბი­ლი­სი“,-ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

უწყე­ბის ცნო­ბით,მსოფ­ლი­ო­ში COVID-19 გავ­რცე­ლე­ბის ფონ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ხელ­შე­წყო­ბით სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და 5000-მდე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი დაბ­რუ­ნე­ბა მოხ­და შემ­დე­გი ქვეყ­ნე­ბი­დან: ჩი­ნე­თი, იტა­ლია, ირა­ნი, პო­ლო­ნე­თი,ბულ­გა­რე­თი,გერ­მა­ნია, სა­ბერ­ძნე­თი, ბე­ლო­რუ­სი, ნი­დერ­ლან­დე­ბი, ეგ­ვიპ­ტე, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, სომ­ხე­თი