მთავარი ახალი ამბები დღეს სამებაში დედა ღვთისმშობლის “ხატი წილხვედრებისა” იკურთხა

დღეს სამებაში დედა ღვთისმშობლის “ხატი წილხვედრებისა” იკურთხა

1791
0

“ახლადშექმნილი ხატი დღეს უკვე სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული .
(„ყოვლადწმიდაო ხატო წილხუედრებისაო, შეგუეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ!“).

ხატი შესრულებულია მიკრო-მოზაიკაში, ხატმწერ დათი კაკაბაძის მიერ. ცენტრალურ ნაწილში ღვთისმშობელია გამოსახული, საქართველოს რუკის ფონზე. გარშემო, მინანქარში შესრულებული, ორმოცდაექვსი წმინდანის გამოსახულებაა. ხატის ქვედა მხარეს კი – რვა სცენა ღვთისმშობლის სასწაულებიდან.

მხოლოდ ორი წილხვდომილობაა ცნობილი მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში და ორივე მათგანი, უძველესი წყაროების ერთსულოვანი მოწმობით, ჩვენს ქვეყანას უკავშირდება, ვინაიდან, ერთი მხრივ, სწორედ ქართლში მოღვაწე ძველი აღთქმის ეკლესიას, ჭეშმარიტი სარწმუნოების უბიწოდ დამცველს, ხვდა წილად მაცხოვრის ხელთუქმნელი კვართი, რამაც განაპირობა კვართის დაკრძალვის ადგილის – ქალაქ მცხეთის გარდაქმნა ახალ იერუსალიმად და მართლმადიდებლობის წმინდა დედაქალაქად, ხოლო, მეორე მხრივ, კვართწილხვდომილი ქართლი გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომელიც ამ დროიდან დღემდე და უკუნისამდე ჟამთა უძლეველ მფარველად გაუხდა თავის საწილხვედრო ერსა და ქვეყანას.”

“გიხაროდენ მიმადლებულო, უფალი შენთანა“