მთავარი ახალი ამბები პატრიარქის ნაჩუქარი ხატი გაუძღვება რეისებს, რომლებიც ევროპაში ჩარჩენილ მოქალაქეებს ჩამოიყვანს: Georgian Airways

პატრიარქის ნაჩუქარი ხატი გაუძღვება რეისებს, რომლებიც ევროპაში ჩარჩენილ მოქალაქეებს ჩამოიყვანს: Georgian Airways

2010
0

საქართველოს ავიახაზების (ჯორჯიან ეარვეისის) დირექტორის, რომან ბოკერიას თქმით, ხვალიდან თვითმფრინავი, რომელიც კორონავირუსის გამო ევროპაში ჩარჩენილ მგზავრებს ქვეყანაში დააბრუნებს, პატრიარქის ნაჩუქარი ხატით შეასრულებს რეისებს. ამის შესახებ რომან ბოკერიამ რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს აღნიშნა.

ბოკერიას თქმით, ხატი საპატრიარქოში დღეს გადასცეს.

“დღეს არის სასწაული დღე, პრინციპში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ჯორჯიან ეარვეისს ხატი გადასცა საჩუქრად. პატრიარქს ეს ხატი აჩუქეს 2013 წელს. მის ოფისში იყო… ეს არის დამცველი ანგელოზები…

“დღეს პატრიარქმა ეს ხატი აკურთხა ჯორჯიან ეარვეისის სახელზე იმისათვის, რომ მადლი და ლოცვა გადასულიყო ჩვენი ეკიპაჟის წევრებზე და რაც მთავარია, იმ ხალხზე, რომელიც ჩამოგვყავს ჩვენ. ხვალ, 7 აპრილს ხატი უკვე აბრძანდება ჩვენს ბორტზე და იფრენს ყოველ იმ რეისთან ერთად, რომლითაც ჩამოგვყავს საქართველოს მოქალაქეები”, – ამბობს ბოკერია.

მანვე აღნიშნა, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მათი თვითმფრინავი 19 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე ისრაელიდან ცეცხლს ჩამოიტანს.

წყარო: რადიო თავისუფლება