მთავარი ახალი ამბები „ამ დიდი განსაცდელის ჟამს ერთადერთი ეკლესია და ერი, რომელიც ურყევად დგას, ეს...

„ამ დიდი განსაცდელის ჟამს ერთადერთი ეკლესია და ერი, რომელიც ურყევად დგას, ეს საქართველოა!“ – ზვიად ტომარაძე

462
0

“გენიალური ფილმია 1957 წელს სიდნი ლუმეტის მიერ გადაღებული “12 განრისხებული მამაკაცი”, სადაც ნაფიცი მსაჯულები აპირებენ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანონ 18 წლის ბიჭს, რომელიც ეჭვმიტანილია მამის მკვლელობაში! ლოგიკურად, ფაქტებით ყველაფერი მის წინააღმდეგ მოქმედებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მხოლოდ ერთი ნაფიცი მსაჯული იქნება განაჩენის წინააღმდეგი და მისი წყალობით სიმართლე გაირკვევა! კორონავირუსის გამო თითქმის ყველა ეკლესიამ შეცვალა რაღაც, ზოგმა ტაძრები დახურა და წირვა–ლოცვა გააჩერა, ზოგმა ზიარების წესი შეცვალა, ზოგმა კი მრევლის გარეშე ჩაატარა მსახურება. მოდით ნუ ვიკამათებთ იმაზე, უსაფრთხოების მიზნით მაგალითად შეიძლებოდა თუ არა მრევლზე მოწოდება არ დასწრებოდნენ მსახურებას, ან სხვა შეზღუდვები უნდა დაეწესებინა თუ არა, ან სხვა ეკლესიებმა თუ მიიღეს ზომები, ამით დააშავეს რაიმე თუ არა… საკითხს სხვაგვარად შევხედოთ, ამ დიდი განსაცდელის ჟამს ერთადერთი ეკლესია და ერი, რომელიც მტკიცედ და ურყევად დგას, ეს საქართველოა! ხარებას გილოცავთ!” – წერს მოძრაობა “ერი და სახელმწიფოს” ლიდერი, ზვიად ტომარაძე