მთავარი ახალი ამბები ვაჟა ოთარაშვილი: ტაძარი არ არის ენ-ჯე-ოს ოფისი, რომ დაკეტო. ტაძარი გულია, რომლის...

ვაჟა ოთარაშვილი: ტაძარი არ არის ენ-ჯე-ოს ოფისი, რომ დაკეტო. ტაძარი გულია, რომლის გაჩერებაც არ შეიძლება!

1103
0

ბოლო რამდენიმე დღეაკორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მატებასთან ერთადქვეყანაში მოქმედი აგრესიული ლიბერალური პროპაგანდა ეკლესიას ისევ აქტიურად უტევსმადისკრედიტებელი კამპანიარომელიც უკვე ერთგვარ ფსიქოზად იქცამრევლისა თუ სასულიერო პირების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კრიტიკას არ იშურებსმეტიცისმის ბრალდებებირომ კონკრეტულ სასულიერო პირებს წმინდა სინოდში (საუბარია მაღალ იერარქებზემიზანმიმართულად არ სურთ ხელისუფლებასთან ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობარომ მათ ამ პროცესში თავიანთი სუბიექტური ინტერესები აქვთ და ადამიანების ჯანმრთელობაზე წინ ამ ინტერესებს აყენებენისმის ბრალდებარომ ზიარების წესის უცვლელად დატოვებაპრაქტიკულადხალხის გაწირვაა და შემდგომ დაავადების კიდევ უფრო ფართოდ გავრცელებაზე პასუხისმგებელი ეკლესია იქნება.

რაც შეეხება კათოლიკოს-პატრიარქს, ამ დღეებში ქვეყნის ლიბერალური ელიტა საგანგებო მიმართვებს ავრცელებდა და ორ ფრონტზე ერთდროულად ცდილობდა ქულების ჩაწერას. ისინი, ერთი მხრივ, პატრიარქს სთხოვდნენ, “არ გაეწირა ხალხი” და მოეწოდებინა მათთვის, ეკლესიაში სიარულისგან თავი შეეკავებინათ; მეორე მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებდნენ, ძალის გამოყენებით დაეხურა ეკლესიები.

ცნობისთვის: ე. წ. გაერთიანებული ოპოზიციის რამდენიმე ლიდერმა რამდენიმე დღის წინათ ძალის გამოყენებით მღვდელმსახურების შეჩერების მოწოდებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მათ შორის განსაკუთრებით აქტიურობდნენ “ევროპული საქართველოს”, “ნაციონალური მოძრაობის”, “რესპუბლიკური პარტიისა” და “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები.

რა მიზანს ემსახურება დღეს ეპიდემიის გავრცელებაზე პასუხისმგებლობის ეკლესიაზე გადატანა დაეპიდემიის მიუხედავადრატომ არ უნდა შეჩერდეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებში ღვთისმსახურება, “საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება თეოლოგიის დოქტორიპოეტი ვაჟა ოთარაშვილი.

ბატონო ვაჟამსოფლიო კორონავირუსის ეპიდემიამ მოიცვა და ვხედავთრომ გარკვეული ძალები ამას თავიანთი ვიწრო პარტიულიიდეოლოგიური მიზნებისთვის იყენებენმაგალითად, “ნაცმოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, “რესპუბლიკელები” და სხვები ეწევიან პროპაგანდასრომ ეკლესია მიზანიმართულად არ თანამშრომლობს ხელისუფლებასთან და არ აჩერებს მღვდელმსახურებასამიტომ ვირუსის შემდგომ გავრცელებაზე პასუხისმგებელი საპატრიარქო იქნებარა აზრის ხართ ამ ყველაფერზერაზეა ეს პროპაგანდა გათვლილი?

_ სამწუხაროდ, არავინ აანალიზებს შექმნილ ვითარებას: რატომ დაატყდა დედამიწას ეს განსაცდელი. დღეს არის აპოკალიფსური პერიოდი და ბოროტი, ფაქტობრივად, ამოსულია ჯოჯოხეთიდან. სწორედ ამ ბოროტი ძალის ბრძოლის შედეგია ეს ვირუსი და უზარმაზარი მსხვერპლი, რომელიც ამ ვირუსს მსოფლიოში მოჰყვა. აქვე ხაზგასასმელია ისიც, რომ ეს განსაცდელი კაცობრიობის გამოსაფხიზლებელია… ისე, საინტერესოა, რატომ არავის უჩნდება შეკითხვა: როგორ უმკლავდება ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო ამ მომაკვდინებელ ვირუსს, მაშინ, როდესაც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები უძლურნი აღმოჩნდნენ და ვერაფერს აკეთებენ? ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, იტალია, ესპანეთი, ფაქტობრივად, კოლაფსში არიან.

რა არის ამ ყველაფრის მიზეზი?

_ ქართველ მართლმადიდებელ ექიმებს სწორედ უფალი აძლევს იმ ჯადოსნურ ძალას, რომ მაქსიმალურად გაუმკლავდნენ ეპიდემიას და განკურნონ ვირუსით დაავადებული ადამიანები. თუმცა, აქ არის მათი უდიდესი თავდადებაც და პროფესიონალიზმიც, რომლისთვისაც დიდი მადლობა ამ მართლა გმირ ხალხს. აი, ეს არის რეალობა. დარწმუნებული ვარ, რომ ღვთის შეწევნით ისინი კიდევ უამრავ ადამიანს გადაარჩენენ.

რაც შეეხება პროპაგანდას, რომ თურმე ეკლესია ჯიბრში უდგას ხელისუფლებას და ამიტომ არ არის ტაძრებში ღვთისმსახურება შეჩერებული, პირველ რიგში, არ მომეწონა ისრომ გამოვიდა პრემიერმინისტრი და განაცხადასააღდგომო ლიტურგიას ტელეეკრანზე ვუყურებოშენ გინდასახლიდან უყურეგინდასარდაფიდან და გინდასამზარეულოდანმაგრამ სხვას ნუ უწევ აგიტაციასრომ არ წავიდეს ტაძარშიზუსტად ამ ხალხის გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ის ერი ვართრომელმაც კალას ხიდზე ფეხი არ დააბიჯა მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატებს და 100 ათასი კაცი ამისთვის ეწამა… პირიქითმთავრობამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს საპატრიარქოსრათა მოხდეს ეკლესიაში ყველა ნორმის დაცვადა უნდა მოხდეს დახმარება ტექნიკურადაც. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს, სამწუხაროდ, უამრავი ღარიბი ეკლესიაა, რომლებსაც არ აქვთ თუნდაც ხმის გამაძლიერებელი მოწყობილობის დამონტაჟების საშუალება, არ აქვთ სადეზინფექციო ხსნარები და ა.შ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ საგანგებო რეჟიმის პირობებში გართულებულია ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება და მრევლს ძალიან უჭირს ტარძებში მისვლა.

უმჯობესიახელისუფლებამ უზრუნველყოს მრევლის მიყვანა ტაძრებში?

_ რა თქმა უნდა. და ეს სავსებით შესაძლებელია იმ გაჩერებული მუნიციპალური ავტობუსებით, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამო, უკვე რამდენიმე კვირაა, გარაჟებში აყენია. ვისაც ტაძარში მისვლა უნდა, მაინც მივა და მას ვერანაირი საგანგებო მდგომარეობა ვერ შეაჩერებს. ამიტომ არის უმჯობესი ამის ორგანიზება და არა ის, რომ გამოვიდნენ მთავრობის წევრები და იძახონ: ჩვენ სახლებიდან ვუყურებთო.

წმინდა სინოდმა ზიარების წესი უცვლელად დატოვამოდიკიდევ ერთხელ ავუხსნათ მკითხველსრატომ არის ამ საიდუმლოს უცვლელობა აუცილებელირატომ იჩენს საპატრიარქო პრინციპულობას ამ საკითხის მიმართ.

_ ზიარება უდიდესი და უპირველესი საიდუმლოა ქრისტიანისთვის, რადგან ეს არის ზიარება ქრისტეს სისხლთან და ხორცთან… სხვათა შორის, ამ დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელდა გორისა და ატენის მიტროპოლიტის, მეუფე ანდრიას (გვაზავას) ზიარების საიდუმლოს მოკლე, უზუსტესი და უბრწყინვალესი შეფასება. არ შეიძლებაადამიანს დაუკეტო ტაძარიწმინდა ზიარება ვერ იქნება სიკვდილის შემოტანის მიზეზირადგან ღმერთი არის სიცოცხლეპური და ღვინორომელიც ლოცვების დროს გადაიქცევა ქრისტეს სისხლად და ხორცადშეუძლებელიაშეიცავდეს მიკრობებსვირუსებსა და ბაქტერიებსვისაც ეს არ სწამსშეუძლიაარ მივიდეს ტაძარში.

რაც შეეხება ფსევდოლიბერალებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში ქირქილებენ იმაზე, რომ თურმე სააღდგომო ლიტურგია ეპიდემიის მასშტაბებს გააფართოვებს, ეპიდემია და უბედურება არის მათი იდეოლოგია, რომელიც ადამიანს ფიზიკურად ანადგურებს; ეპიდემია არის დასავლური სოროსისტული ნეოლიბერალიზმირომელიც ადამიანს აბსოლუტურად უსუსურსა და დაუცველს ხდისმათ შორის დღეს არსებული პანდემიის მსგავსი უბედურებების წინაშეცამის ნათელი მაგალითია .დემოკრატიული დასავლეთი თავისი ლიბერალური მიდგომებითისეთუ ვინმეს ჰგონიარომ იმ ხალხსრომელსაც ერთი სული აქვსეკლესიის კარი დაიხუროსადამიანების ჯანმრთელობა ადარდებსძალიან ცდებაამ ხალხის ერთადერთი მიზანი ეკლესიისროგორც ქვეყნის ყველაზე მძლავრი და ავტორიტეტული ინსტიტუტისდისკრედიტაციააფაქტია ისიცრომ ამ უმძიმესი განსაცდელის პირობებში ადამიანები კიდევ უფრო უახლოვდებიან უფალს და უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყო ტაძარში სიარული.

ხშირად ისმისმათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაცგანცხადებებირომ მნიშვნელობა არ აქვსჭეშმარიტი მორწმუნე სახლში ილოცებს თუ ტაძარშითქვენროგორც თეოლოგიის დოქტორირას ფიქრობთ ამ მოსაზრებაზე?

_ სახლი ყველას აქვს, მაგრამ უფლის სახლი ერთია და ეს არის ტაძარი. ტაძარში ლოცვისას ადამიანზე გადმოდის სულიწმინდის მადლი, ამიტომ არ შეიძლება, ადამიანებს მოუწოდო, რომ არ მივიდნენ ეკლესიაში. სხვათა შორის, 1615 წელს შაჰაბასმაქრისტიანობის ერთ-ერთმა სასტიკმა მტერმა, გააკეთა ასეთი რამ: რაჭაში, მრავალძალის წმინდა გიორგის სახელობის სასწაულმოქმედ ეკლესიაში დაკიდა ხმალი, რომელსაც ეწერა, რომ, ვინც ტაძარში შევიდოდა, იმ ხმლით განიგმირებოდა. იცით, რა მოხდა? პირველი გიორგი სააკაძე შევიდა. იმის შემდეგ მრევლი არ გამოლევია მრავალძალის ეკლესიას. ამით იმის თქმა მინდა, რომ ქართველი ერი, რომელიც არ შეუშინდა შაჰაბასს, ჯალალ ედდინსმურვან ყრუსთემურ ლენგსა და ქრისტიანობის სხვა სასტიკ მდევნელებს, რა თქმა უნდა, არ შეუშინდება ლიბერალების დამცინავ კიჟინს იმის თაობაზე, რომ ტაძრები უნდა დაიკეტოს. ტაძარი არ არის “ენ-ჯე-ოს” ოფისი, რომ დაკეტო. ტაძარი ქვეყნის გულია, რომლის გაჩერებაც არ შეიძლება… კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს მთავრობასხელი შეუწყოს მრევლის მისვლას სააღდგომო წირვაზეარავითარი კომენდანტის საათიროგორ შეიძლება აღდგომის დღესასწაულის გადატანაუდიდესი ღვთიური მისტერიისა

და მაინცთუ მოხდება ისერომ სააღდგომო წირვაზე მიმავალ მრევლს პრობლემა შეექმნებავთქვათდაიჭერენ ვინმეს ან დააჯარიმებენრა შეიძლება ამას მოჰყვეს?

_ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება სამარცხვინოდ დაასრულებს არსებობას. ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, იმიტომ, რომ უფლის წინააღმდეგ მიმავალ გზაზე საქართველოში არც ერთ ხელისუფლებას არ გაუმარჯვია. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და იმ ადამიანებს, რომლებსაც ერთი კოვზით ზიარების ეშინიათ, შევახსენებ, რომ იტალიაში, ტურინის საკათედრო ტაძარში, არის სუდარა, რომელშიც ჯვარცმის შემდეგ გაახვიეს უფალი. ამ სუდარაზე მეცნიერული კვლევაა ჩატარებული და მასზე სისხლიც იპოვეს. სხვათა შორის, ჯგუფიც არის დადგენილი. იცით, სასწაული რა არის? ამდენი საუკუნის შემდეგ, მოგეხსენებათ, 20 საუკუნე გავიდა, სისხლის შემადგენლობა უცვლელია. ანუ, არანაირი ბაცილა, არავითარი ბაქტერია და რამე, ისე იყო შენარჩუნებული, თითქოს ორი წუთის წინ აღებული სისხლია. მე იმის თქმა მინდა, რომ შეუძლებელია, სიწმინდე, ხატი, ჯვარი, ფრესკა, უფლის სიხლი და ხორცი იყოს ბაქტერიის გადამტანი, ამიტომ არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ, ვისაც ამის სწამს, არ დაუკეტონ ტაძრები. ეს არის და ეს. მრევლს რაც შეეხება, მინდა, მოვუწოდო ყველას, რომ დაიცვან ექიმების რეკომენდაციები, დაიცვან დისტანცია, ჰიგიენური ნორმები, გამოიყენონ პირბადეები და ხელთათმანები, მაგრამ ეკლესიაში წასვლის ნუ შეეშინდებათ. ეკლესიიდან ვირუსსა და ბაქტერიას კი არ წამოიღებთ, არამედ უფლის მადლს. უფალს კი, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა შევთხოვოთ, რომ გადარჩეს საქართველო.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

წყარო: საქართველო და მსოფლიო