მთავარი კატეგორიის გარეშე ზვიად ტომარაძე ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისკენ მოუწოდებს

ზვიად ტომარაძე ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისკენ მოუწოდებს

849
0

სოციალურ ქსელში მოძრაობა “ერი და სახელმწიფოს” ლიდერი, ზვიად ტომარაძე მიმართავს ხელისუფლებას:

„მიმართვა ხელისუფლებას!
რაც შეიძლება მალე, დაწესებული ყველა შეზღუდვა უნდა მოიხსნას (საზღვრის ჩაკეტვის გარდა)! ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ თვეობით გავჩერდეთ! წარმოუდგენლად მძიმე სურათს მივიღებთ, იმაზე მძიმეს, ვიდრე კორონავირუსმა შეიძლება მოგვაყენოს! ხალხი ელემენტარულად დაიმშევა!!! ხალხის შიმშილი და ამას დამატებული ფსიქოლოგიური წნეხი, უმართავი პროცესების განვითარების საწინდარია!“