მთავარი ახალი ამბები „მხოლოდ მეცნიერება არ არის საკმარისი“ – მატეო სალვინის სურს, რომ სააღდგომოდ იტალიაში...

„მხოლოდ მეცნიერება არ არის საკმარისი“ – მატეო სალვინის სურს, რომ სააღდგომოდ იტალიაში ეკლესიები გახსნან

610
0

იტალიის პარტია „ლიგას“ ლიდერი და ყოფილი შს მინისტრი მატეო სალვინი აცხადებს, რომ იტალიაში სააღდგომო ღვთისმსახურებისთვის ტაძრები უნდა გაიღოს, ამასთან დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანციის ნორმები და და შეკრებაზე დაწესებული შეზღუდვები.

სალვინის აზრით, კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინისას იტალიელებისთვის სააღდგომო წირვაზე მისვლის ნებართვა იმედისმომცემი იქნება.

„მხოლოდ მეცნიერება საკმარისი არ არის. ღვთის წყალობაც საჭიროა“, – აღნიშნა სალვინიმ.

მისივე განმარტებით, ადამიანებს კარანტინის პერიოდში კვლავ შეუძლიათ სიარული თამბაქოს ან საკვების შესაძენად.

„ჩვენ წმინდა ღვთისმშობლისგანაც გვჭირდება დაცვა“, – განაცხადა მან.

იტალიამ კორონავირუსის გამო საკარანტინო ზომები 10 მარტიდან გაამკაცრა და  მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი თავშეყრა აკრძალა.

წყარო: https://www.wantedinrome.com/news/reopen-italys-churches-for-easter-says-salvini.html?fbclid=IwAR0-Vfp-idKIz-wLWgA3r4KFS6VwalJMFAUJ2XECwstq8P35HNAKJ4r-vk4