მთავარი ახალი ამბები „გაჩერება უდრის კატასტროფას!“ – ზვიად ტომარაძე

„გაჩერება უდრის კატასტროფას!“ – ზვიად ტომარაძე

680
0

გაჩერება უდრის კატასტროფას!

საგანგებო მდგომარეობა უნდა გაუქმდეს! ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ თვეობით გავჩერდეთ! წარმოუდგენლად მძიმე სურათს მივიღებთ, იმაზე მძიმეს, ვიდრე კორონავირუსმა შეგვიძლია მოგვაყენოს!
ევროპაში ორმა ქვეყანამ შვედეთმა და ბელორუსმა საერთოდ არაფერი არ გააჩერეს და მათი კორონა–სტატისტიკა ბევრად უკეთესია იმ ქვეყნებთან შედარებით, ვინც ყველაფერი გააჩერა!
კორონა არსებობს?– დიახ! ხალხი მისგან იღუპება? – დიახ! მაგრამ ხალხი ყოველწლიურად ასევე იღუპებოდა სხვადასხვა სეზონური გრიპებისგანაც და მაშინაც ძირითადად იმუნიტეტ დაქვეითებულებს, მძიმე ავადმყოფებს და ასაკოვან ადამიანებს კლავდა! გავრცელების მხრივ გაცილებით ძლიერი ვირუსი რომაა ფაქტია, მაგრამ რამდენად მომაკვდინებელია სხვა გრიპებთან შედარებით? ყოველწლიურად მსოფლიოში გრიპით 5 მილიონამდე ადამიანი მძიმედ ავადდებოდა, 650 000–მდე კი გარდაიცვლებოდა. კი ბატონო აუცილებლად დავტოვოთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლის და მასობრივი შეკრებების აკრძალვა, კლინიკური კარანტინი, დისტანცირებისა და ჰიგიენის წესების დაცვა, მაგრამ საგანგებო მდგომარეობა გასაუქმებელია!
საქართველოს ექსპორტ–იმპორტს შორის უარყოფითი სალდო 5 მილიარდ 306 მილიონი დოლარია. ეს ბალანსდებოდა ტურიზმიდან შემოსული შემოსავლებით 3 მილიარდი დოლარი და ემიგრანტების ფულადი გზავნილებით 1 მილიარდ 700 მილიონი დოლარი. ორივე ფაქტიურად გაჩერებულია! თუ ამას თვეობით ბიზნესის გაჩერებასაც დავუმატებთ, ძალიან მძიმე სურათს მივიღებთ! ხალხი ელემენტარულად დაიმშევა!!! ხალხის შიმშილი და ამას დამატებული ფსიქოლოგიური წნეხი, უმართავი პროცესების განვითარების საწინდარია!
“ლიბერალური ოპოზიცია” რატომ არის გაჩერებული და რატომ მივიდა 21 მარტს პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მხარდასაჭერად? მათ ხომ ბოიკიტი ჰქონდათ გამოცხადებული და სხდომებზე არ დადიოდნენ? ძალიან კარგად იციან, რომ ყველაფრის გაჩერებით მოსახლეობა ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება და ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენებენ, გარდა ამისა ხელისუფლებისა და საზოგადოების ეკლესიასთან დასაპირისპირების მოლოდინში იყვნენ (ახლაც არიან).
ცალკე საკითხია თუ რატომ გააჩერა პარლამენტმა მუშაობა? თუ ონლაინ ლექციის ჩატარება, სწავლება და თათბირი შეიძლება, რატომ არ შეიძლება ონლაილ საპარლამენტო საქმიანობა? თუ პარლამენტის “გენდერული თანასწორობის საბჭო” არ ისვენებს და ეკონომიკაზე კორონაპანდემიით გამოწვეული ზიანის და გავლენის გენდერულ ანალიზს მოამზადებს (სრული მარაზმი), პარლამენტს არ აქვს მისაღები მნიშვნელოვანი კანონები?
ძალიან სამწუხაროა, რომ აპრილის თვეც ისე მიდის, ხვნა–თესვისთვის ხელისუფლების მხრიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ იდგმება! არადა, სასწრაფოდ მისაღებია რადიკალური ზომები, კერძოდ:
1. სახელმწიფომ უარი თქვას „თავისუფალ ბაზარზე“ და პროტექციონიზმის და პრეფერენციების მეშვეობით აქტიურად ჩაერიოს ეკონომიკაში. დაიხნას მიწები და დაითესოს;
2. დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს კანონი ან პროგრამა: „სასურსათო უსაფრთხოების შესახებ“ და მთავრობის ეკონომიკურმა გუნდმა აღნიშნული მიმართულებით წარმოადგინოს გეგმა.
3. სასწრაფოდ უნდა მიიღონ „მიწის კოდექსი“. ერთადერთი ქვეყანა ვართ პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელსაც მიწის კოდექსი არ გააჩნია.
4. 2019 წელს აღდგენილ „მიწის მდგრადი მართვის სააგენტოს“ დაევალოს კონკრეტული მოქმედების გეგმა „სასურსათო უსაფრთხოების“ კონცეფციის შესაბამისად.
5. საქართვლოს 2020 წლის ბიუჯეტი დაკორექტირდეს და გადაეწყოს შექმნილი მდგმარეობის შესაბამისად, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკაში. (მაგალითად ტურიზმის ხელშემწყობი 31 მილიონი და მომღერლების ჩამოსაყვანი 20 მილიონი და სხვა)
6. აუცილებლად შესაცვლელია ტენდერების არსებული მახინჯი სისტემა. ტენდერებისას პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ადგილობრივ წარმოებას.
7. აუცილებლად შესაცვლელია კანონმდებლობა, ადგილობრივი წარმოების დასაცავად, წასახალისებლად და დასახმარებლად.

წერს სოციალურ ქსელში ზვიად ტომარაძე