მთავარი ახალი ამბები „უფალი ძალას მოგვცემს, რომ გადავიტანოთ ეს განსაცდელი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ...

„უფალი ძალას მოგვცემს, რომ გადავიტანოთ ეს განსაცდელი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელის შემდეგ მოდის სიხარული“ – ილია II

844
0

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ქადგება ბზობის დღესასწაულზე

 „ჩვენთან არს ღმერთი!
გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ბზობას! მე ვერ წარმომედგინა, რომ ქართველი ხალხი ასე მშვიდად, ასე ვაჟკაცურად შეხვდებოდა ამ განსაცდელებს, დიდება და მადლობა უფალს! ღმერთი გვაძლევს ჩვენ ძალას – „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“.

ბზობა – ეს დიდებული დღესასწაულია; მე ვიტყოდი, – ეს არის ადამიანის გამოცდა, ადამიანის განწმენდა. როცა ჩვენ ვხვდებით ასეთ განსაცდელებს, როგორიც ახლა არის, უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი, რომელიც გვაძლევს განსაცდელს, თუ ჩვენ მადლიერებით, მადლობით მივიღებთ ამას, უფალი ძალას მოგვცემს, რომ გადავიტანოთ ეს განსაცდელი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ განსაცდელის შემდეგ მოდის სიხარული.

ღმერთი მოწყალეა, ღმერთი მოგვცემს ჩვენ სიხარულსა და ძალას, რომ ავიტანოთ ეს განსაცდელი.

გილოცავთ ამ დღესასწაულს, გილოცავთ ამ გამოცდას, გილოცავთ განწმენდას, ეს არის ჩვენი განმწენდა.

„უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“.

მაგრად იდექით! აი, სხვები ლაპარაკობენ უცხოეთში, – ქართველმა ხალხმა ვაჟკაცურად მიიღო ეს განსაცდელიო. სხვების ლაპარაკი არ გვჭირდება, ჩვენ თვითონ ვიცით – ქართველი ადამიანი სულით ძლიერია!

გაგაძლიეროთ უფალმა, უფალმა ძალა მოგცეთ, უფალმა გაკურთხოთ თქვენ!
ჩვენთან არს ღმერთი!“

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი
12.04.2020