მთავარი ახალი ამბები „თუ ეკლესია ბნელია, მაშინ ნათელი ვინ არის?“; – ზვიად ტომარაძე

„თუ ეკლესია ბნელია, მაშინ ნათელი ვინ არის?“; – ზვიად ტომარაძე

2047
0

ჭინკები და ეკლესია!

საქართველოს პრეზიდენტის 21 მარტის დეკრეტით არ შეიზღუდა საქართველოს კონსტიტუციის 16–ე მუხლი (რწმენის თავისუფლება) და 17–ე მუხლი (მასობრივი ინფორმაციის საშუალებები). შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილი აკრძალვები, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 21 მარტის დეკრეტის საფუძველზე გამოიცა, ეკლესიაზე ვერ გავრცელდებოდა! ისევე, როგორც არ გავრცელდა ეს მედიაზე. აქედან გამომდინარე, ჭინკების წიოკი, რომ ეკლესია არღვევს კანონს და არ ემორჩილება სახელმწიფოს, არასწორია. ეკლესიამ დაიცვა ყველა ის კანონი და რეკომენდაცია, რომელიც დადგენილი იყო, როგორც სახელმწიფოს, ასევე მედიკოსების მიერ! გგონიათ ეს არ იცოდნენ? იცოდნენ, მაგრამ მათი მიზანი ეკლესიის ლანძღვის გარდა, ხელისუფლებასთან ეკლესიის დაპირისპირება იყო! რაც არ გამოუვიდათ!
ელენე ხოშტარიამ მღვდლებს მკვლელები უწოდა, თამარ ჩერგოლეიშვილმა ტერორისტები, ზოგმა კი ეკლესიის კარების აჭედვა მოითხოვა… ეკლესიას და მრევლს სულ ბნელები ეძახეს! საინტერესოა, თუ ეკლესია ბნელია, მაშინ ნათელი ვინ არის? პაატა შამუგიას ლექსები, ერეკლე დეისაძის სიმღერები თუ ლია უკლებას მხატვრობა?
ეკლესია წლების მანძილზე გლობალისტებისა და ულტრალიბერალური ძალების მთავარი სამიზნეა! რატომ? იმიტომ რომ ეკლესია უკანასკნელი ციხესიმაგრეა, რომელიც ვერ აიღეს და რომელიც ხელს უშლის მათ იდეოლოგიას, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა იქნება ეს, ნარკოტიკების თემა, აბორტის თემა, მულტიკულტურალიზმი, ოჯახში იერარქია თუ სხვა. ამიტომ მათი მიზანია ეკლესიის დაკნინება, დასუსტება, გამარგინალება და საბოლოოდ მისი განადგურება! “მუკელები” ხშირად იყენებენ ორმაგ სტანდარტს, მაგალითად ხშირად აკრიტიკებდნენ ეკლესიას, ყველაფერს რუსეთს უჯერებენო, როცა რუსეთის ეკლესიამ ზიარების წესები შეცვალა და ქართულმა ეკლესიამ არა, მაინც ილანძღებოდნენ, აი რუსეთმა წესები შეცვალა და ქართულმა ეკლესიამ კი არაო! როგორც ვხედავთ, ეკლესიამ მათი მოსაწონი ვერასდროს ვერაფერი გააკეთა! ვერც გააკეთებს და ეს ძალიან კარგია! როგორც ლუციუს სენეკა იტყოდა: “უკეთურთაგან გმობა ქებაა!”

ზვიად ტომარაძე (20/04/20)

წერს სოციალურ ქსელში ზვიად ტომარაძე