მთავარი ახალი ამბები „ბევრჯერ მიმიყვანა განსაცდელმა უფლის სახლში და ბევრჯერ ვიგრძენი ნუგეში…“ – ნინული ქავთარაძე

„ბევრჯერ მიმიყვანა განსაცდელმა უფლის სახლში და ბევრჯერ ვიგრძენი ნუგეში…“ – ნინული ქავთარაძე

557
0

ჩემი პირველი მოძღვარი მამა საბა კუჭავა იყო – მე მაშინ სადღაც 11 წლის ვიყავი და მძიმე, ბნელ, მშიერ, ძაძებში შემოსილ გარემოში ვცხოვრობით, გვიჭირდა ძალიან, გოდებისა და ტირილის ხმებით, სახეზე ცრემლებით მაგრამ მოთმინებით ველოდებოდით ნავთის სუნით გაჟღენთილ პურს რიგში და ამას ვიტანდით, ვითმენდით, ერთმანეთს შემოვუძახებდით/ მამა საბა მოგვადროვებდა, დაგვიჯდებოდა და გვასწავლიდა გატანას, ატანას, თანადგომას. მოთმინებას, გვმოძღვრავდა რომ რაც არ უნდა გაგიჭირდეთ ცხოვრებაში უფლის სახლში მიდით და ნუგეშს მიიღებთ იმიტომ რომ უფალი სულ თქვენთანაა და უყვარხართ რაც არ უნდა დააშვოთო, ყველაზე დიდი განსაცდელის ჟამს ყველაზე მეტად შესთხოვეთ და შეგეწევათო…..

მას მერე დიდი დრო გავიდა – ბევრჯერ მიმიყვანა განსაცდელმა უფლის სახლში და ბევრჯერ ვიგრძენი ნუგეში…. და მადლობა აწ განსვენებულ მამა საბას. ამ არსებული პანდემიის პირობებში ბევრჯერ გამახსენდა მამა საბა – ნეტავ ის რას იზავდა? როგორ მოიქცეოდა, რას გვირჩევდა…….
დიდი სოყვარულითა და პატივისცემით ყველა იმ ადამიანის მიმართ ვინც ვერ წავიდა სააღდგომო ლიტურგიაზე ტაძარში და ვერ მიიღო წმინდა ზიარება, ვინც ან შეშინდა ან ზიარების ჭეშმარიტებაში ეჭვი შეიტანა, ვინც აღდგომის ღამეს დაბრკოლდა და ღვთის სახლში არ მივიდა დაინფიცირების შიშით ბევრი სინანულს გამოთქვამს და განიცდის, მათ შორის ჩემს გარემოცვაში მყოფი ადამიანები…… ძალიან მძიმე მგდომარეობაში არიან და გულდასაწყვეტია რომ ამაში მათ რიგმა სასულეირო პირებმა შეუწყეს ხელი…… მძიმეა იმის მოსმენა რომ სასულიერო პირი აღდგომის ღამეს მოუწოდებს მის სულიერ შვილებს არ მოხვიდეთ უფლის სახლში და არ ეზიაროთ მის სისხლსა და ხორცს – დაჯექით სახლშიო.

მძიმე ჯვარი და გამოცდა მოგვიწყო ღმერთმა თავის ჯვარცმისა და აღდგომის დღეს – როგორც ერს ისე ბერს, მძიმე არჩევანის წინაშე დაგვაყენა და სიმძიმე დაუტოვა დაბრკოლებულებსა, გამოუსწორებელი არაფერია, ღმერთი მოწყალეა….. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს…… ეხლა, როდესაც გავიარეთ ეს მძიმე ჟამი, როცა მაინც ადიდა ერმა და ბერმა უფალი, როცა მაინც ისმოდა ტაძრებიდან გალობისა და ლოცვის ხმა ყოველგვარი განკითხვისა და ნიშნის მოგების გარეშე გავერთიანდეთ და ნუ წამოვაძახებთ ნურავის ნურაფერს……. უფალს მივანდოთ ნამოქმედარის განსჯა…….. ღმერთი მოწყალეა 

აფხაზეთში დახვრეტილი მამა ანდრია ყურაშვილი გამახსენდა უცებ …… გამგები გაიგებს

წერს სოციალურ ქსელში ბლოგერი და კინორეჟისორი ნინული ქავთარაძე