მთავარი ახალი ამბები “პენსიონერთა გაერთიანება” რას საქმიანობს, რით ეხმარება და როგორ უნდა გაწევრიანდეთ…

“პენსიონერთა გაერთიანება” რას საქმიანობს, რით ეხმარება და როგორ უნდა გაწევრიანდეთ…

2934
0

მოგეხსენებათ კოვიდ-19 ყველაზე დიდი საფრთხეს უქმნის ხანდაზმულებს და პენსიონერებს, აქედან გამომიდნარე “მიამბე.ge” დაინტერესდა „საქართველოს პენსიონერთა გაერთიანების’’ საქმიანობით, თუ როგორ ზრუნავს გაერთიანება თავის წევრებზე.

გთავაზობთ ინტერვიუს „საქართველოს პენსიონერთა გაერთიანების’’ თავმჯდომარესთან-მზია კორძაიასთან.

ქალბატონო მზია გვიამბეთ თქვენი ორგანიზაციის შესახებ.

ჩვენი  ორგანიზაცია „საქართველოს პენსიონერთა გაერთიანება“, დაარსდა 2019 წლის ივლისში – ააიპ „ხანძთელის ფონდის“ მხარდაჭერით და პარტნიორობით.

ორგანიზაციის მიზანია – საქართველოს პენსიონრები უფრო დიდხანს, უფრო საინტერესოდ და მეტი ხალისით ცხოვრობდნენ. ორგანიზაციის ამოცანებია: პენსიონერთა ბაზების შექმნა, მასში რეგისტრირებული პენსიონერების საჭიროებების გამოვლენა, დროული რეაგირება და საჭირო სერვისების ერთობლივი დაგეგმარება.

„საქართველოს პენსიონერთა გაერთიანების“ წევრები აქტიურად არიან  ჩართულნი სხვადასხვა კულტურულ და სოციალურ ღონისძიებებში. ისინი სარგებლებენ სპეციალური სამედიცინო სერვისებით. ათეულობით ადამიანს ჩაუტარდა სრული კარდიოლოგიური, უროლოგიური და ოფთალმოლოგიური კვლევა.

ჩვენ ვცდილობთ, რომ  ჩვენი ბენეფიციარებისთვის შეთავაზებები იყოს განახლებადი, მრავალფეროვანი და რაც მთავარია მაქსიმალურად ორიენტირებული საპენსიო ასაკის ადამიანთა საჭიროებებზე.

ამ ეტაპამდე  უკვე განვახორციელეთ 17  სხვადასხვა აქტივობების შემცველი პროექტი, ეხლა კი მთელი პასუხისმგებლობით ჩართული ვართ პანდეემიასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაში.

ქალბატონო მზია თქვენ ახსენეთ პანდემია, როგორ ეხმარებით პენსიონერებს პრობლემების მოგვარებაში?

როგორც ვიცით, COVID-19 ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფი ხანდაზული ადამიანები არიან. მათ შორის კი განსაკუთრებით უჭირთ იმ მოხუცებს, რომლებიც მარტო ცხოვრობენ და გადაადგილებისა და პროდუქტებით მომარაგების პრობლემები აქვთ. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ ჩვენს მოხუცებს საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული დისკომფორტი და ხელი შევუწყოთ უსაფრთხო გარემოს შექმნაში.

სააღდგომოდ „ხანძთელის ფონდის“, ”სახალხო აფთიაქის“, “ენკენიასა“ და „ახალი საზოგადოების“ ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ორგანიზაციის ათეულობით ბენეფიციარს გადავეცით სასურსათო ნობათი და საჭირო მედიკამენტები. ჩვენ ეს შევძელით კეთილი ადამიანების თანადგომითა და დახმარებით.

განსაკუთრებული მადლობა გვინდა ვუთხრათ ჩვენს მოხალისეებს, ახალგაზრდებს, რომლებიც
ეს დღეებია სამოქალაქო
გმირობას იჩენენ, უანგაროდ ემსახურებიან პენსიონერებს.

 

ასევე, ჩვენს ფეისბუქ გვერდზე – საქართველოს პენსიონერთა გაერთიანება –https://www.facebook.com/GeorgianUnionofPensioners/ მუდმივად ვდებთ პოსტებს ვირუსის გავრცელების საწინააღმდეგო და პრევენციული ღონისძიებების შესახებ; პენსიონერებს ვამცნობთ მთავრობის თუ კერძო სტრუქტურების მიერ დადგენილ ბენეფიტებს და სახლში ყოფნა  მოსაწყენი, რომ არ იყოს ვუზიარებთ გასართობი და შემეცნებითი პოსტების ლინკებს. ასევე, გვაქვს ყოველდღიური სატელეფონო კონტაქტი ჩვენს ხანდაზმულებთან.

როგორ შეიძლება პენსიონერი დარეგისტრირდეს თქვენს ორგანიზაციაში?

“საქართველოს პენსიონერთა გაერთიანება”-ში რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს, სადაც, განთავსებულია კითხვარი რეგისტრაციისთვის, ასევე, შეგიძლიათ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე – საქართველოს პენსიონერთა გაერთიანება –https://www.facebook.com/GeorgianUnionofPensioners/ დაგვიტოვოთ შეტყობინება ან დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე-599339190

საპენსიო ასაკის ადამიანები, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციასდა შესაბამისად, გახდებიან „საქართველოს პენსიონერთა გაერთიანების“ წევრები, ისარგებლებენ სპეციალური შეთავაზებებით რეგისტრაციის ბმული

ჩვენ გვეიმედებით, ერთად ვაკეთოთ სიკეთე, ვინაიდან დღეს თანადგომა იმედის მომცემია და იმედი კი ყველაზე მნიშვნელოვანი.