მთავარი ახალი ამბები ,,გაცემა უფრო დიდი ბედნიერებაა, ვიდრე მიღება”

,,გაცემა უფრო დიდი ბედნიერებაა, ვიდრე მიღება”

212
0

,,გაცემა უფრო დიდი ბედნიერებაა, ვიდრე მიღება” – ამ იდეის გარშემო გაერთიანებული ახალგაზრდები უკვე 4 თვეა, რაც საქველმოქმედო საქმიანობაში აქტიურად არიან ჩაბმულინი, ისინი მთელი კვირის განმავლობაში ათობით ოჯახს ეხმარებიან საკვებითა და ჰიგიენური საშუალებებით, როგორც ჩანს ამ ეტაპზე ფინანსურად გაუჭირდათ, ამიტომ სოციალურ ქსელში დახმარებას ითხოვენ კეთილი ადამიანებისგან.

ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

,,🙏მოგმართავთ თხოვნით:
ორგანიზაციებს, კომპანიებს, გაერთიანებებსა და თანამოქალაქეებს❗
🙏გვესაჭიროება თქვენი თანადგომა და დახმარება, ჩვენი მოხუცებისა და ბავშვებისთვის ცხოვრებისეული ტვირთის შესამსუბუქებლად.

💚ორგანიზაცია ,,ენკენიას” გუნდი და მოხალისეები უკვე ოთხი თვეა, რაც უმწეო ადამიანებისთვის საკვების დარიგებით არიან დაკავებულნი.

❗მას შემდეგ, რაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ჩვენი მთელი ფინანსური რესურსები მივმართეთ უმწეო ოჯახებისთვის საკვების დარიგებისკენ.

👌ამან საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია და უამრავი ადამიანი გვწერს, რომ მათაც მივეხმაროთ საკვებით.

☝️სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ფაქტობრივად ფულადი რესურსი ამოწურული გვაქვს, რითიც ხერხდებოდა სხვადასხვა პროდუქტის შეძენა ჩვენი უმწეო მოხუცებისა და ბავშვებისთვის.

✍️გახსოვდეთ: ,,გაცემა უფრო დიდი ბედნიერებაა, ვიდრე მიღება”

💙თიბისი ბანკი:

GE58TB7075836080100013

🧡საქართველოსბანკი:

GE38BG0000000162452622

✅მიმღები: ა(ა)იპ ენკენია”