მთავარი მიმართულებები კულტურა “რაც ამ ფანჯარასთან გამოცდილება, ემოცია, სიხარული მივიღე დიდხანს გამყვება.”

“რაც ამ ფანჯარასთან გამოცდილება, ემოცია, სიხარული მივიღე დიდხანს გამყვება.”

398
0

“ორმოცი დღე შესრულდა დღეს რაც ფანჯარასთან ვზივარ, დაუთვლელი რაოდენობის ჩითილი, ბოსტნეულის თესლი, ნერგი გავაძვრინე ამ ფანჯრიდან, არც რჩევა და დარიგება დამნანებია რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო ამ პირობებში..
ულევი სითბო, დალოცვა, შექება და სიხარული მივიღე სანაცვლოდ… ცოტა მენანება კიდეც, ფანჯარას რომ ვკეტავ. რაც ამ ფანჯარასთან გამოცდილება, ემოცია, სიხარული მივიღე დიდხანს გამყვება.
ხვალიდან მცენარეების შეძენით დაინტერესებულებს, უსაფრთხოების ყველა რეკომენდაციის დაცვით ბაღში მივიღებ. ბაღის დამთვალიერებლების მიღების უფლება არ გვაქვს სამწუხაროდ.
გთხოვთ უმორჩილესად გაგებით მოეკიდოთ იმ ამბავს, რომ შეიძლება ბაღის ჭიშკრის მიღმა ლოდინი მოგიხდეთ.
მცენარეების შეძენის მსურველთ გიმასპინძლებთ 10.00 დან 18.00 მდე.
#GardeniaShevardnadze
ფოტო რათქმაუნდა #ზაქარიაჭელიძე
599181634″

წყარო: Gardenia shevardnadze “ფეისბუქ” გვერდი