მთავარი ახალი ამბები „საქართველოს ჰყავს უძლიერესი სამოციქულო ეკლესია მსოფლიოში“ – გიორგი მიქანაძე

„საქართველოს ჰყავს უძლიერესი სამოციქულო ეკლესია მსოფლიოში“ – გიორგი მიქანაძე

234
0

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე, ლექტორი გიორგი მიქანაძე, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

გიორგი მიქანაძე:  „თეოლოგია – Etym. ბერძ. theós „ღმერთი“ + lógos „საუბარი“ – ღმრთის შესახებ მსჯელობა, ანუ მოძღვრება ღმერთის არსისა და ყოფის შესახებ.

დღევანდელ ცნობილ თეოლოგთა დიდი ნაწილი რატო იკეტავს აზროვნების დიაპაზონს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და სასულიერო პირთა კრიტიკით და იკნინებს პროფესიას ვერ ვხვდები.

ეს ჩვენი ძვირფასი ჟურნალისტები კი გაძლევენ ასპარეზს, მაგრამ თავად რო გლეჯთ საკუთარ შუბას ვერ ხვდებით?!

არ გვაინტერესებს ეს იერარქები, აქ ასე იყო იქ ისე იყო, სისტემები და მექანიზმები, – ადვილია!

სად არის თქვენს თეოლოგობაში თეოსი? დარჩა მხოლოდ ლოგოსი? ანუ უღმერთო საუბრები!?

ჩემამდე, როგორც ერთ უბრალო ერისკაცამდე მოაღწიეთ ღმერთზე მეტყველებით. კრიტიკით ნუ მოხვალთ ჩემამდე და ჩემს მოპოვებულსაც ნუ მართმევთ. ლეში ნუ აგეწვებათ სიმწრით სიბერესა და ახალგაზრდობაშიც. ცხოვრება მშვენიერია.

ის რასაც თქვენ აკეთებთ მეტადრე უფრო პოლიტიკის და სამოქალაქო აქტივიზმის ასპარეზის სფეროა. მესმის, რომ თეოლოგია ფარავს საეკლესიო პოლიტიკის, მართვა-გამგეობის საკითხებსაც, – თუმცა ყველა რატო იყრით თავს იქ სადაც მთავარი სხვაგანაა – ღმერთობა, ერთობა, სიყვარული, სიბრძნე, გაგება, დათმენა, ატანა, გადმოცემის ფორმა, მიწოდების ტაქტი, ჯანსაღი ლოგიკა და მსჯელობა შემოქმედის სიყვარულით განმსჭვალული. რატომ მოდის თქვენი საუბრებიდან მხოლოდ ხორცის კივილი, შური, ბოღმა, ვნება და მრისხანება?!

რამ დაგაბრმავათ, რამ გაგამწარათ, ასე რატო დაეცით!? სხვის ცოდვას რომ მიფრიალებთ, თუ ეს სიმაღლე გაქვთ, – ჯერ თქვენს ცოდვებზე მესაუბრეთ და დამანახეთ მაშინ როგორ განიცდით.

შემოქმედზე მესაუბრეთ მეგობრებო, – მიმიყვანეთ უფალთან, დამეხმარეთ!

ბზობას გილოცავთ

საქართველოს ჰყავს უძლიერესი სამოციქულო ეკლესია მსოფლიოში – გიხაროდეთ და გეამაყებოდეთ! სხვა ყველაფერი დეტალია და უმნიშვნელო.

მთავარი, ყოველთვის მთავარია მთავარი.

მოდის ჯანსაღი თაობა!

მრავალ აღდგომას – სიხარულით.“