მთავარი ახალი ამბები ეკლესია, ზიარების საიდუმლო და პანდემია: ლაშა ცაიშვილი

ეკლესია, ზიარების საიდუმლო და პანდემია: ლაშა ცაიშვილი

4264
0

ეკლესია, ზიარების საიდუმლო და პანდემია
პასუხები მცირედმორწმუნეების და ფსევდო ლიბერალების კითხვებზე – ლაშა ცაიშვილი

ყველას კარგად მოგეხსენებათ, ბოლო დროს მსოფლიო პანდემიის ფონზე
განვითარებული მოვლენები, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ ვირუსის წინააღმდეგ
ბრძოლის სახელით, რწმენის წინააღმდეგ, დაუნდობელი ბრძოლის მომსწრენი
გავხდით. ოპონენტები უდაოდ შემოგვედავებიან და გვეტყვიან, რომ
ეკლესიასთან დაკავშირებით წამოჭრილი საკითხები არა ანტიეკლესიური არამედ
ადამიანებზე ზრუნვის მიზნით იყო ნაკარნახევი და ამგვარი ხედვა ზოგიერთმა
სასულიერო პირმაც დააფიქსირა.
მოდით ერთად გადავხედოთ მოვლენებს და ლოგიკური ანალიზი
ჩამოვაყალიბოთ.ის რაც ჩვენ ვიხილეთ ეკლესიასთან მიმართებაში სწორი იყო თუ
არა და ეს ადამიანზე მზრუნველობა გახლდათ თუ ანტიეკლესიური,
მკრეხელური და ღვთის თუ სიწმინდის მგმობელობით გაჯერებული ახალი
ნეობოლშევიკური ტალღა. შეტევა ორი მიმართულებით მიმდინარეობდა ერთი
გახლდათ ის, რომ ტაძრებში მსახურება მრევლის გარეშე ჩატარებულიყო ან
სრულიად დაკეტილიყო,ხოლო მეორე აუცილებლად უნდა შეცვლილიყო
ზიარების წესი, რადგან კოვზი რომლითაც ასეულობით ადამიანი ეზიარება
იქნებოდა იმფიცირების წყარო.ოპონენტებს სამხრეთ კორეისა და იტალიის
მაგალითი მოჰყავდათ არგუმენტად, როდესაც სამხრეთ კორეაში ერთ რელიგიურ
ორგანიზაციაში ზიარების შემდეგ კორონავირუსით დაავადებულმა პიროვნებამ
დააიმფიცირა სხვებიც და რომ ასევე იტალიაში ამ ვირუსით გარდაიცვალა
რამდენიმე ათეული სასულიერო პირი.
აღნიშნულ საკითხზე შეიძლება ითქვას, რომ ალტერნატიული ინფორმაციის
თანახმად არც სამხრეთ კორეის და არც იტალიის შემთხვევაში ზიარება არ
ყოფილა პირველმიზეზი. გარდაამისა ზიარებაც რომ ყოფილიყო ამის უპირობო
წყარო არც ეს იქნებოდა გასაკვირი, რადგან მართლმადიდებლური თეოლოგიის,
თანახმად არც ეკლესია და არც ზიარება არ არის ჭეშმარიტი თუ იგი არ არის
მართლმადიდებლური წიაღიდან. ალბათ მრავალი ფსევდო ლიბერალი
ქსენოფობიასაც დაგვწამებს, მაგრამ საღად მოაზროვნე ადამიანები სწორად
გაიგებენ ამ პათოს, რადგან განსაკუთრებული ზეწოლა სწორედ რომ
მართლმადიდებელ ეკლესიაზე მოდიოდა და ცხადია, რომ აუცილებელია ყოველი
ჩვენი დამოკიდებულება და ქმედებები სწორედ მართლმადიდებლური
მოძღვრების საფუძვლებზე უნდა იყოს ახსნილი.
აღნიშნული საკითხის განხილვისას ვერც იმ მართლმადიდებელი ეკლესიების
მაგალითები გამოგვადგება არგუმენტად, რომლებმაც გარკვეული ცვლილებები
შეიმუშავეს საღვთისმსახურო თუ ზიარების წესთან
დაკავშირებით.უპირველესად უნდა ითქვას, რომ დღეისათვის ბევრ
მართლმადიდებლურ ეკლესიაში შეჭრილია ეკუმენისტური ერესი და მრავალი
მათი მოქმედება მოკლებულია მართლმადიდებლურ სულს. გარდა ამისა

საქართველოს ეკლესია გახლავთ ავტოკეფალური, დამოუკიდებელი ეკლესია და
მას აქვს უფლება მოიქცეს ისე როგორც ამას მისი საჭეთმპყრობელი და წმინდა
სინოდი გადაწყვეტს. გასაკვირი გახლავთ ფსევდო ლიბერალთა ღირებულებითი
კუთხით უპრინციპობა, თუ აქამდე ისინი ჩვენს ეკლესიას დამოუკიდებლობას
უწუნებდნენ და მაგალითად რუსეთის ეკლესიის ფილიალად მიიჩნევდნენ, ახლა
გული წყდებათ იმის გამო, რომ არ მივბაძეთ რუსეთის ეკლესიას, ზიარების წესში
გარკვეული ცვლილებების შეტანით. ამასთან ზოგიერთმა ფსევდოთეოლოგმა და
სასულიერო პირებმა მსოფლიო პატრიარქებს წერილობით მიმართეს,
ჩარეულიყვნენ ჩვენი ეკლესიის მმართველობის საქმიანობაში და ზეწოლა
მოეხდინათ ჩვენს იერარქებზე, მრევლის გარეშე მხოლოდ სასულიერო პირების
მონაწილეობით ჩატარებულიყო ტაძრებში მსახურებები. უნდა ითქვას, რომ ეს
მოთხოვნა არა მარტო დამოუკიდებლობის შემლახველი გახლდათ, არამედ
უსაფუძვლოც, რადგან საქართველოში სამი ათასამდე სასულიერო პირია, ამას
თუ მგალობლებს, სტიქაროსნებს და მედავითნეებს დავუმატებთ, საკმაოდ დიდ
ციფრზე ავალთ და თუ ამ რაოდენობის ადამიანებს კორონა ვირუსი
შეეყრებოდათ განა მათ მსახურების შემდეგ ისევ ჩვენ საზოგადოებასთან არ
მოუწევდათ შეხება? კოსმოსში ხომ არ გაფრინდებოდნენ? ამდენად ეს
მოთხოვნა აფსურდული იყო და ამ ყველაფრის უკან ალბათ ის იმალებოდა, რომ
თუ ეს გაუვიდოდათ, შემდეგ ეკლესიების დახურვასაც მოითხოვდნენ. ისიც
უნდა ითქვას, რომ ბევრი არც ამგვარი მოთხოვნის გაჟღერებისგან იკავებდა თავს.
ჩვენი ერისა და ეკლესიის სულიერი აღორძინების არ მოსურნენი, ხშირად
ქილიკობენ ბოლოჟამის, საქართველოს ღვთის-მშობლის წილხვედრილობისა და
მისი გაბრწყინების საკითხებზე. თუმცა მათდა სამწუხაროდ სწორედ ამ მხრივ
რაც არის ნაწინასწარმეტყველები ყველაფერი ნელ-ნელა ჩვენს თვალწინ
სრულდება და ამდენად ბუნებრივია ივერიის ეკლესია მთელ მსოფლიოში
ქრისტიანობის სადარაჯოზე მოწინავე რიგებში, რომ დგას. სწორედ ამას ჰქვია:
,,თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ და არ ესმით,,.
მოდით ახლა ზიარების საკითხს შევეხოთ. აი რას ბრძანებს თავად უფალი
წმინდა ზიარებაზე სახარებაში: ,,უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად
გეტყვით თქვენ: მოსემ კი არ მოგცათ პური, არამედ მამაჩემი გაძლევთ ზეცით
ჭეშმარიტ პურს. ვინაიდან პური ღმრთისა ის არის, რომელიც ზეცით ჩამოდის და
სიცოცხლეს აძლევს ქვეყანას. მაშინ უთხრეს: უფალო, ნუ მოგვიშლი ამ პურს. და
უთხრა მათ იესომ: მე ვარ პური სიცოცხლისა; ვინც ჩემთან მოვა, არ მოშივდება, და
ვინც მიწამებს, არ მოსწყურდება არასდროს. ,, … ,,ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად
გეუბნებით თქვენ: ვისაც სწამს ჩემი, აქვს საუკუნო სიცოცხლე.  მე ვარ პური
სიცოცხლისა. თქვენმა მამებმა მანანა ჭამეს უდაბნოში და დაიხოცნენ. ესაა პური,
რომელიც ჩამოდის ზეცით, რათა ვინც მას შეჭამს, არ მოკვდეს. მე ვარ პური
ცოცხალი, რომელიც ჩამოველ ზეცით; ვინც ამ პურს შეჭამს, უკუნისამდე
იცოცხლებს. პური, რომელსაც მე მოგცემთ, ჩემი ხორცია, რასაც გავცემ ქვეყნის
სიცოცხლისათვის.,, … ,,უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით
თქვენ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ

სიცოცხლე თქვენში. ხოლო, ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება
საუკუნო სიცოცხლე, და აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. რადგანაც ჩემი ხორცი
არის ჭეშმარიტი საჭმელი და ჩემი სისხლი არის ჭეშმარიტი სასმელი. ვინც ჭამს
ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, ხოლო მე – მასში".(იოან. 6, 30-57)
აი როგორ დააწესა უფალმა ზიარების საიდუმლო: ,,და როცა ჭამდნენ ისინი,
აიღო პური იესომ და აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ,
ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი. აიღო სასმისი და აკურთხა, მისცა მათ და თქვა: ამით
სვით ყველამ: ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული
ცოდვათა მისატევებლად". (მათ. 27, 26-28)
ყოველ წირვაზე, როდესაც სასულიერო პირი შესაბამის საიდუმლო ლოცვებს
აღავლენს წმინდა ტრაპეზთან პური და ღვინო გარდაიქცევა უფლის ჭეშმარიტ
სისხლად და ხორცად. ყოველივე ამის შემდეგ, ზიარება არის საკურნებელი
სულისა და ხორცისა, ცოდვათა მომტევებელი და საუკუნო ცხოვრების
მომნიჭებელი.ზიარების მადლით მრავალი სასწაული მომხდარა, მათ შორის
მრავალი განკურნებულა სასიკვდილო სენისგან. პირველ საუკუნეში მაცხოვრის
თანამედროვე ადამიანისთვის ვინმეს, რომ ეთქვა უფალთან ახლოს არ მიხვიდე,
მას მრავალი კეთროვანი მოჰყვებოდა გვერდით და შენც არ გადაგედოსო, განა
ამაზე დიდი უგუნურება რაიმე იქნებოდა? იგივე შეიძლება ითქვას ზიარებაზეც,
რადგან იგივე უფლის სხეულია და იოტისოდენა განსხვავებაც არ არის.
მრავალ მორწმუნესა თუ ურწმუნოს, ღვთის განგებით წირვის მსვლელობისას
სულიერი თვალი ახელვიათ და ფეშხუმზე დაბრძანებული ტარიგის ნაცვლად,
ჩვილი მაცხოვარი უხილავთ. ასევე მრავალ სასულიერო პირსა თუ ერისკაცს
რწმენის შემცირებისას ზიარების შემდეგ ღვინისა და პურის გემოს ნაცვლად,
ნამდვილი უმი ხორცისა და სისხლის გემო შეუგრძნიათ ან დაუმახავთ.
მაგალითად VIII საუკუნეში, როდესაც იტალია ჯერ კიდევ მართლმადიდებლური
ქვეყანა იყო, ქალაქ ლანჩანოში წირვის დროს მოხდა ამგვარი სასწაული, წმინდა
ზიარებამ ყველასათვის ხილულად მიიღო ხორცისა და სისხლის სახე. ეს წმინდა
ნაწილები დღემდე ინახება იმ ტაძარში და ჩვენი ქვეყნიდან ჩასულ ბევრ
სასულიერო თუ საერო პირსაც უნახავთ. როგორც ცნობილია მეცნიერებმა
შეისწავლეს ეს წმინდა ნაწილები და აღმოჩნდა, რომ ხორცი წარმოადგენდა
გულის კუნთის ნაწილს, სისხლი კი სწორედ იგივე ჯგუფისა და მონაცემების
გახლდათ, როგორი სისხლიც არის შემონახული ტურინის სუდარაზე, რომელშიც
მაცხოვარი იყო გახვეული საფლავში ყოფნისას. სკეპტიკოსებს თავად შეუძლიათ
დარწმუნდნენ ამ სასწაულის რეალობაში თუ მოისურვებენ ამ ადგილის
მონახულებას. ასევე არსებობს ვიდეო დოკუმენტური მასალაც, სადაც ეს
უჩვეულო მოვლენა გახლავთ დაფიქსირებული. ასევე ამ მოვლენას თანსდევს
კიდევ ერთი სასწაული,რომელიც ყოველგვარი ბუნების წესის საწინააღმდეგო
გახლავთ. დროთა განმავლობაში უფლის სისხლი ხუთ ბურთულად
დაგორგოლავდა და ამ ხუთიდან თითოეული ბურთულა ცალკე რამდენ გრამსაც
იწონის, იმდენივე წონა აქვს ხუთივე ბურთულას ერთად.

XX საუკუნის პირველ ნახევარში საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე,
რომელსაც ,,სპინალონგა,, ჰქვია იყო კეთროვან ადამიანთათვის გამოყოფილი
განსაკუთრებული სივრცე, ამ კუნძულზე რამდენიმე ასეული ადამიანი
ცხოვრობდა ამ პრობლემით. ისინი უდიდესი სასწაულის შესახებ უამბობენ
ადამიანებს. ამ კუნძულზე იყო ტაძარი სადაც ერთი სასულიერო პირი, მამა
ქრისანტე ათი წლის მანძილზე მსახურობდა, იგი ყოველ წირვაზე ასეულობით
კეთროვანს აზიარებდა და შემდეგ თავად ღებულობდა წმინდა საიდუმლოს,
მაგრამ კეთრი არასოდეს შეყრია.ეს ამბავიც ისტორიული რეალობაა რაც უტყუარი
ვიდეო დოკუმენტური მასალითაც დასტურდება სადაც ანტიბიოტიკების
გამოგონების შემდეგ განკურნებული კეთროვანი ადამიანები თავად იხსენებენ
ამ უდიდეს სასწაულს.
ამ თემასთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ წმინდა მღვდელმთავარ ფილარეტ
მოსკოველის სიტყვებს, რომელიც ნათლად წარმოაჩენს ეკლესიის პანდემიასთან
დამოკიდებულების მართებულ სახეს: ,,ცუდია, როდესაც ტაძარს ვერიდებით
ეპიდემიის შიშით, ნუთუ ლოცვა სნეულებაზე უარესია? მე ქოლერის სამ
შემოტევას მოვესწარი და შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, სადაც ძლიერდებოდა
ლოცვა, იქ სნეულება სუსტდებოდა და საერთოდ ქრებოდა! (qadageba. ge
წმინდა მღვდელმთავარი ფილარეტ მოსკოველი. წყარო: ,,აღმსარებელი,,)
ძნელია არ დაეთანხმო წმინდანის ამ სიტყვებს, რადგან როდესაც ერსა თუ
ეკლესიაზე დიდი განსაცდელია დაშვებული ამდროს თუ ერი ღვთის სახლში მივა
და მის წინაშე შეინანებს ცოდვებს და შეწევნას გამოითხოვს, მწამს უფლის
წყალობა არ დააყოვნებს, ხოლო იქ სადაც ამგვარი ქცევის ნაცვლად ტაძრები
დაიკეტება, განა ეს მოსაწონი იქნება უფლის წინაშე და წყალობას მოუვლენს
მათ? აი რას გვამცნობს წმინდა წერილი მსგავს ვითარებასთან დაკავშირებით:
,,თუ ცას დავკეტავ და წვიმა აღარ მოვა, ან თუ კალიას დედამიწის გადაჭმას
ვუბრძანებ, ან თუ შავ ჭირს მოვუვლენ ჩემს ერს, და ჩემი ერი, რომელიც ჩემი
სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს, ძებნას დამიწყებს და
შემობრუნდება თავისი უკეთური გზიდან, მაშინ ციდან მოვუსმენ, მივუტევებ
ცოდვებს და განვკურნავ მათ ქვეყანას". (მეორე ნეშტთა, თავი 7. 3,14)განა ასეთ
დროს მრევლისთვის ტაძრების დახურვა არ განარისხებს უფალს? მოდით ჩვენი
რეალობიდანაც გავაკეთოთ დასკვნები. მაგალითად, მონტენეგროში, სანამ
მრევლი ტაძრებიდან თუ სახლებიდან გამობრძანებული ხატებითა და ჯვრებით
ქუჩებში დადიოდა და ლოცულობდა კორონა ვირუსი საერთოდ არ შეხებიათ,
ხოლო მას შემდეგ რაც ხელისუფლების მითითებით ეკლესიები დაიხურა,
მაშინვე იფეთქა მათთანაც ახალმა ინფექციამ. ასევე მას შემდეგ რაც მსოფლიო
პატრიარქმა ონლაინ წირვების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო და ელადის
ეკლესიაში დაიწყეს ტაძრების დახურვა, სასულიერო პირების დაპატიმრება და
შეიზღუდა ათონის მთაზე მომლოცველების შესვლა, ჩაინგრა და შუაზე გადასკდა
ამ წმინდა მთაზე მისასვლელი სახმელეთო გზა. ალბათ ბევრი ერისკაცი თუ
სასულიერო პირი როდესაც აღდგომასა და სხვა დღესასწაულებზე შინ
დარჩენისაკენ მოუწოდებდა ხალხს, ისინი გულწრფელი მზრუნველობით
აკეთებდნენ ამას და მსგავსი სახის კომპრომისები ეკლესიის ისტორიასაც ახსოვს,

თუმცა ალბათ ეს გარკვეულწილად ან რწმენის სისუსტეზე მიუთითებს ანდა
ურწმუნოთა მიმართ მზრუნველობაზე, რათა ისინი არ დაბრკოლებულიყვნენ.
უბრალოდ, სამწუხარო ის გახლავთ, რომ ზოგიერთ ერისკაცს ეტყობოდა, რომ
ამგვარად მოქცევით ვიღაცის დავალებას ასრულებდა. ზოგ სასულიერო პირს კი
როგორც ჩანს პოპულიზმი და ლიბერალთა წინაშე კეკლუცობა აღებინებდა
ამგვარ გადაწყვეტილებას, რაც უპირობოდ ორი ბატონის მონობა გახლავთ, მათ
განცხადებებში ზოგჯერ აშკარად, ზოგჯერ შენიღბულად საპატრიარქოს
დამცირება და თავიანთი თავის პროგრესულად მოაზროვნედ წარმოჩენის
სურვილი იკვეთებოდა.
ერთი რამ ცხადი გახლდათ ცნობილი გამოთქმისა არ იყოს ,,არც ისე წვიმდა,
როგორც ქუხდა,, თუმცა, ჩვენმა ეკლესიამაც გააკეთა მცირე დათმობები,
იმისათვის, რომ ურწმუნონი ან მცირედმორწმუნენი არ დაბრკოლებულიყვნენ
და ამიტომ დათანხმდა ხელისუფლებას ხატებისა თუ ტაძრების დეზინფექციაზე,
ასევე ზიარების შემდეგ სიტკბოების მისაღები ჭურჭლის ,,ტაკუკის,, ერთჯერადი
ჭიქებით ჩანაცვლებაზე. სინამდვილეში, მსგავსი ღონისძიებები საერთოდ არ
გახლდათ აუცილებელი, რადგან ღვთის მადლი თავად არის ყოველივეს
განმწმენდელი. წმინდა მამა გაბრიელი ამბობდა, წირვა-ლოცვისდროს ტაძარში
იმხელა მადლი გადმოდის, ადამიანები ამას, რომ ხედავდნენ იატაკიდან მტვერს
აიღებდნენ და პირს დაიბანდნენო. ჩვენ კი ამ დღეებში იმასაც შევესწარით,
მკრეხელი და ღვთის-მგმობი ადამიანები როგორ ავრცელებდნენ მამა გაბრიელის
სახელით ცრუ წინასწარმეტყველებას, სადაც იგი ვითომ კორონა ვირუსზე
წინასწარმეტყველებდა და აღდგომის დღეებში ეკლესიაში არ წასვლისკენ
მოუწოდებდა მრევლს. ამასთან ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რუსეთში
კომუნისტები ძლიერი ინფექციების დროს, როგორ იღებდნენ ნაცხებს
ხატებიდან, რომ ვირუსისგავრცელების წყაროდ გამოეცხადებინათ, მაგრამ
იმედები გაუცრუვდათ. ამ ამბის შესახებ მაშინ ოთხმოცდაათიან წლებში გაზეთი
,,კონსომოლსკაია პრავდა,, წერდა.
ახლა წარმოგიდგენთ წმინდა ზიარებასთან დაკავშირებულ ისეთ ისტორიებს,
რომლებიც ჩვენს დროში, უშუალოდ ჩვენს თვალწინ ხდება, რასაც მხოლოდ
დანახვა სჭირდება და მეტი არაფერი. დეკანოზ ლევან ნავროზაშვილს
სასულიერო სემინარიიდან ვიცნობ, ოთხმოცდაათიან წლებში ერთად
ვსწავლობდით სემინარიაში, ამჟამად ჩემი მოძღვარია. მას ექიმებმა უმძიმესი
დიაგნოზი ლეიკემია დაუდგინეს და უწინასწარმეტყველეს, რომ ის მხოლოდ
ორიათას წლამდე იცოცხლებდა, თუმცა იგი ღვთის სასწაულით დღემდე მხნედ
და ძლიერად გრძნობს თავს და დაუღალავად აღასრულებს თავის სამღვდელო
მსახურებას. ამ ადამიანს ზიარების საიდუმლოსთან დაკავშირებით უდიდესი
სასწაული გადახდა თავს. იგი ექიმის დანიშნულებით იმდენად ძლიერი ქიმიური
შემადგენლობის წამალს სვამდა, რომ ერთი წვეთი ალკოჰოლიც კი
მომაკვდინებელი იქნებოდა მისთვის, უფრო მეტიც მას ალუბლის ჭამაც კი
აუგრძალეს ექიმებმა, რადგან მცირე დოზით ალკოჰოლს შეიცავსო. იმ პერიოდში

ისიც დაემთხვა, რომ მამა ლევანს ძაღლმა უკბინა და მას დამატებით დასჭირდა
კიდევ ისეთი წამლები, რომლის დროსაც ასევე უპირობოდ იკრძალება წვეთი
ალკოჰოლიც კი. სწორედ ამ დროს გამომჟღავნდა და დამტკიცდა წმინდა
ზიარების უდიდესი სასწაული, რომ ის ნამდვილად სისხლი და ხორცია უფლისა
და არა პური და ღვინო. მას როგორც ვიზუალურად, ასევე გემოთი ღვინის და
პურის შესახედაობა და გემო უფლის განგებით მხოლოდ იმიტომ აქვს, რომ
ადამიანებს ფიზიკურად არ გაუჭირდეთ მისი მიღება. როგორც ცნობილია
როდესაც სასულიერო პირი დაასრულებს წირვას ბარძიმში დარჩენილი ზიარება,
რომელიც დაახლოებით შეიძლება ნახევარ ლიტრამდეც იყოს მან უნდა მიიღოს რა
თქმა უნდა ამგვარადვე იქცეოდა მამა ლევანიც, იგი ყოველ კვირას და ასევე
კვირის სხვა დღეებშიც, დღესასწაულებზე, წირვის ბოლოს ღებულობდა ამ
დოზით წმინდა ზიარებას და არათუ რაიმე კუთხით პრობლემები შექმნია,
პირიქით ღვთის მადლით უფრო ძლიერდებოდა და თავის სულიერ ღვაწლს
უფრო მეტად ასკეტურს ხდიდა. დეკანოზი ლევან ნავროზაშვილი დღემდე
მოღვაწეობს ვარკეთილის II მკ/ნი მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის
სახელობის ტაძარში.
რამდენიმე კვირის წინ, ჟურნალისტებმა, (რომელთაგან ზოგიერთი სიხარულს
ვერ მალავდა), ამცნეს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანაში პირველი სასულიერო
პირის კორონა ვირუსით დაინფიცირების შესახებ. ამის გამო რამდენიმე დღით,
ვერაზე დაიკეტა, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარიც და
სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. როდესაც, მამა გიორგი პაპავამ ხარების
დღესასწაულზე ტაძარში იმსახურა, იგი ამ დღეს ტაძრის წინამძღვართან ერთად
თანამწირველი იყო, რაც საეკლესიო ენაზე იმას ნიშნავს, რომ ის აუცილებლად
ეზიარებოდა, ასევე ლიტურგიკული წესების თანახმად, წირვის დროს ჯერ
სასულიერო პირები ეზიარებიან საკურთხეველში, შემდეგ ბარძიმს ტაძარში
გამოაბრძანებენ და ამბიონიდან აზიარებენ მრევლს. ამ დღეს, ტაძრის
სტიქაროსან გ. ჯიჯიაშვილის თქმით, დაახლოებით ასორმოცდაათამდე მრევლის
წევრი ეზიარა, და როგორც ვხედავთ ჩვენს წინაშე აღსრულდა კიდევ ერთი დიდი
სასწაული, არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა ინფიცირებული, ამ ტაძრის
სასულიერო პირებსაც და მრევლსაც უკვე კარგახანია გაუვიდათ კარანტინისა თუ
თვით იზოლაციის პერიოდი. ალბათ წარმოსადგენად ძნელი არ არის ამ
მოძღვრის მხრიდან სხვა სასულიერო პირები და მრევლიც, რომ
დაინფიცირებულიყო რა მსოფლიო მასშტაბის განგაშს ატეხდნენ
ეგრეთწოდებული ლიბერალები და მათი თანამოაზრე ჟურნალისტები, თუმცა
მოხდა ის, რასაც არ ელოდნენ. არც ამ ტაძარში, არც წყნეთისა თუ მარტყოფის
მონასტრებში, არც საპატრიარქოში არ ჩამოყალიბდა საეკლესიო კლასტერი.
როგორც ცნობილია აქ მოხსენიებული ორი მონასტრის წევრებთან ერთ
ქალბატონს ჰქონდა შეხება, რომელიც კორონა ვირუსით ყოფილა
დაინფიცირებული და ამიტომ მონასტრები გადავიდნენ თვითიზოლაციის

რეჟიმში, ასევე საპატრიარქოს დაცვის ერთ წევრს დაუდასტურდა იგივე ვირუსი,
მაგრამ არცერთ აქ ჩამოთვლილ შემთხვევათაგან ვირუსს გავრცელება არ
მოჰყოლია და შესაბამისად არც კლასტერები შექმნილა, საეკლესიო ნიშნით. და ამ
ყველაფრის მერე გასაკვირი ის კი არ გახლავთ, ჟურნალისტები სამარისებურად
რომ დუმან, არამედ ის, რომ აღნიშნული პროფესიის მქონე ადამიანები
ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს, ისევ ზიარების კოვზის
საფრთხეებბზე უსვამენ კითხვებს. ამ წერილში, ზემოთ მოთხრობილი
ისტორიული სასწაულები, შეიძლება ვინმემ არ დაიჯეროს, რადგან თავად არ
შესწრებია, მაგრამ ეს შემთხვევები განა ყოველი ჩვენგანის თვალწინ არ მოხდა,
რაც უდიდესი რეალობა გახლავთ და დანახვის მეტი არაფერი არ სჭირდება.
ამიტომ კვლავ ვიტყვით: ,,თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ და არ
ესმით,, ამ სულიერ სიბრმავეზე ისიც მიანიშნებს, რომ სოციალურ ქსელებში
საეკლესიო კლასტერის არ ჩამოყალიბებას მავანნი მრევლის სიმცირით ხსნიან.
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, დაახლოებით რამდენი ათასი სასულიერო პირი
მედავითნე და მგალობელი იქნებოდა აღდგომის დღეებში ტაძარში, ამას ყველა
ტაძრიდან, თუნდაც რამდენიმე ათეული მრევლის წევრიც რომ დავუმატოთ,
ალბათ ძალზედ დიდ ციფრზე ავალთ, რაც კატასტროფულად დიდი ვირუსული
აფეთქების საფრთხეს ქმნიდა, მაგრამ მათდა სამწუხაროდ მოლოდინები არ
გაუმართლდათ.
რა თქმა უნდა მორწმუნეებს არ გვაქვს გადაჭარბებული და არარეალური
წარმოდგენები, არავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ არათუ, ამ ვირუსით არამედ
ნებისმიერი დაავადებით შეიძლება დასნეულდეს როგორც სასულიერო, ასევე
საერო პირიც, თუმცა მსგავსი რამ ზიარების გზით გამორიცხულია. აღნიშნულ
საკითხზე სარწმუნოებრივი კუთხით საერთოდ არაფერი რომ არ ვთქვათ, ამას
ეკლესიის მრავალსაუკუნოვანი ისტორია და სასულიერო პირთა მრავალწლოვანი
გამოცდილება ადასტურებს, გარდა რამდენიმე რენეგატი სამღვდელოების
წარმომადგენლისა, რომლებმაც ამ მხრივ ცრუ და მკრეხელური განცხადებები
გააკეთეს. ზიარებით ან წმინდა ხატით შესაძლოა ადამიანი დაისაჯოს მხოლოდ
მაშინ, თუ სიწმინდეებს უღირსად მიეახლება, ან არასაკადრისად მოეპყრობა.
ისე ჩვენც დაგვიგროვდა ლოგიკური კითხვები, მრავალი ფსევდო
ჟურნალისტებისა თუ უფლებადამცველებისგან განსხვავვებით, რადგან მსგავსი
შეკითხვები არ ისმის ბევრ ტელეარხზე.
1. ყველას კარგად გვახსოვს დიდმარხვის ბოლო პერიოდში რა განგაში იყო
ატეხილი მრევლის წირვა-ლოცვაზე სიარუსა თუ ზიარებასთან
დაკავშირებით, ჩაიარა თუ არა აღდგომის წინა და თავად აღდგომის
დღესასწაულმა აღარც ტაძარში სიარულზე, აღარც ზიარებაზე, არც მრევლის
მიერ დისტანციის დაცვაზე, საერთოდ არავინ აღარ იღებს ხმას, სხვადასხვა
ტელეკომპანიები, იმის გამო, რომ ხალხს სადღესასწაულო წირვებზე არ
ევლო პირდაპირ ეთერში ახდენდნენ ლიტურგიის ტრანსლაციას.

ამასთან ექიმების ნაწილი, შეპყრობილივით ბოლო ხმაზე გაჰყვიროდენ,
აღდგომის წირვაზე არ წახვიდეთ, თორემ საქართველოში კუბოებს ვერ
დავითვლითო. არადა სხვა ობიექტებთან დაკავშირებით, სადაც მართლაც
ირღვეოდა რეგულაციები მაგალითად ,,სუპერმარკეტებში, სკვერებში და ა.შ.
მხოლოდ მშვიდ ტონალობაში იძლეოდნენ რეკომენდაციებს, ერთხელაც კი არ
უყვირიათ მსგავსი აგრესიით.
როგორც კი აღდგომის დღეებმა ჩაიარა, სოციალურ ქსელებში გავრცელდა
ზოგიერთი ცნობილი ინფექციონისტის ერთობლივი ფოტო სხვა ექიმებთან
ერთად, საინტერესოა ამ ადამიანებმა, როდის დაგვცინეს როცა დისტანციის არ
დაცვით გვაშინებდნენ, თუ ამ ფოტოთი?
ამასთან ოცდასამ აპრილს აღდგომიდან ოთხი დღის შემდეგ საინფორმაციო
საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასწრაფოს ორთაჭალის ფილიალის
რამდენიმე თანამშრომელზე სერიოზული ეჭვი იყო კორონა ვირუსთან
დაკავშირებით და ეს ფილიალი მაინც აგრძელებდა ფუნქციონირებას, რომლის
დანარჩენი თანამშრომლებიც კვლავ გადიოდნენ გამოძახებებზე, სავარაუდოდ
ყველაზე ცოტა ერთი ათეული მაინც იქნებოდა გამოძახებების რაოდენობა და
ალბათ პაციენტების უმრავლესობა ასაკოვანი. განა არ იყო ეს
მოუფრთხილებლობა უკიდურესად საგანგაშო? თუმცა არცერთი უწყების ან
ინფექციონისტის მხრიდან, არათუ შესაბამისი ზომების მიღება ან მკაცრი
განცხადება, წუხილიც კი არ მოგვისმენია ამ ფაქტის გამო. არადა სულ რაღაც
ოთხი დღე იყო გასული კუბოების ვერდათვლის მუქარიდან.
სამწუხაროდ, ამ მძიმე ვითარებაში ჟურნალისტებიც, მხოლოდ ეკლესიის
პასუხისმგებლობის საკითხს აყენებდნენ და მსგავსი სიმწვავით არცერთხელ არ
მსჯელობდნენ იმ ობიექტების უპასუხისმგებლობაზე, სადაც მართლაც
უკიდურესად ირღვეოდა რეგულაციები. ისე საინტერესო გახლავთ, ყველა რატომ
საუბრობდა მხოლოდ ეკლესიების დაკეტვაზე და არავინ არაფერს ამბობდა
უამრავ ტელევიზიაზე, რა რაოდენობის ტელევიზიების არსებობაც ასეთ უმძიმეს
ვითარებაში არ იყო აუცილებელი. თითო გადაცემის ფუნქციონირებას ათამდე
ჟურნალისტი მაინც სჭირდება და რაც მთავარია მიკროფონი, რომელსაც
აღნიშნული პროფესიის წარმომადგენლები დიდი წარმატებით პირსა თუ
ცხვირში ჩრიდნენ რესპოდენტებს. თურმე სერიოზული საფრთხე ყოფილა
ინფექციის გავრცელების მხრივ, რადგან მიკროფონის გარედან სადეზინფექციო
საშუალებით გაწმენდა, სრულიად არ ამცირებს ვირუსული ინფექციის
საფრთხეს. მას მოწყობილობის შიგნითაც აქვს დამცავი ღრუბელი და მასში
ვირუსი კარგად ჯდება, ამდენად ინტერვიუს დროს ჰაერის ვიბრაციით შესაძლოა
მოსაუბრე დაინფიცირდეს.
ისე, უდაოდ, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ყველაზე მეტად ამ
პროფესიის ადამიანები იყვნენ რეგულაციების დამრღვევები და რაოდენ
გასაკვირიც არ უნდა იყოს ყველაზე მეტად ისინი გვარიგებდნენ ჭკუას, რაც

ალბათ გარკვეულ წილად არაპროფესიონალიზმთან ერთად მორალის
დეფიციტზეც მიანიშნებს. სწორედ ამისი დასტური გახლავთ, სამეგრელოს
მაგალითიც, როდესაც ამ რეგიონში ერთ-ერთი არამართლმადიდებლური
კონფესიის წარმომადგენლისგან გავრცელდა კორონა ვირუსი, ეს არცერთ ეთერში
არ განხილულა, ხოლო არარსებულ მართლმადიდებლური ეკლესიის კლასტერზე
კი წინასწარვე ატეხეს განგაში და საზოგადოების ფსიქოლოგიური ტერორი.
გარდა ამისა საინტერესოა, ტელეეთერებიდან რატომ გაიგო საზოგადოებამ
ინფიცირებული სასულიერო პირების სახელები და გვარები როცა
კონფიდენციალურობა უნდა ყოფილიყო დაცული, ყველა სხვა შემთხვევის
მსგავსად.
ჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებითაც, თუ ოპოზიციური სპექტრის
წარმომადგენლები ხელისუფლებას აღდგომამდე რატომ ედავებოდნენ
ეკლესიასთან მიმართებაში დათმობაზე წასვლას და მთავრობას სთხოვდნენ
რეგულაციების გამკაცრებას, ხოლო აღდგომის დღესასწაულის შემდეგ
რამდენიმე დღეში, იგივე პათოსით საგანგებო რეჟიმის მოხსნას მოითხოვენ. ან
პოლიტიკოსების, ჟურნალისტების თუ ინფექციონისტების მხრიდან, ზიარების
კოვზთან დაკავშირებით, რატომ დაიწყო ლაპარაკი, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც
რესტორნები და ავტობუსები გადაჭედილი იყო ხალხით? ისე სასურველი
იქნებოდა მედიკოსებსა თუ შესაბამის სპეციალისტებს ჯერ იმ სასწაულებზე
მოეცათ ახსნა, რაც ზიარების შედეგად მომხდარა და მერე შევეშინებინეთ
კოვზით.
ბოლო დღეებში იმასაც, გვმოძღვრავენ, რომ თურმე უნდა შევეჩვიოთ კორონა
ვირუსთან ერთად ცხოვრებას, კი ბატონო ეს გასაგებია. მოდით პირდაპირ
კაცურად გვითხარით რომ თქვენი მთავარი პრობლემა მართლმადიდებელი
ეკლესიის არსებობა, წმინდა დღესასწაულების აღნიშვნა და წმინდა ზიარებაა.
ალბათ დავალება იყო, მსოფლიოს ამაძლიერთაგან, რომ როგორც გაჩერებული
ავტობუსების და სამარშუტო ტაქსების ფოტოები იგზავნებოდა საქართველოდან,
ასევე უნდა ყოფილიყო დაკეტილ ეკლესიებზეც, მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ
დავალება ვერ შესრულდა.
დასასრულ, ობიექტურობისთვის მადლობა მაინც უნდა ითქვას იმ საკითხებზე,
რაც მართლა კარგად გაკეთდა როგორც ხელისუფლების, ასევე ჩვენი ექიმების
მხრიდან თუმცა ამ ყველაფერში უპირატესი და ყველაზე დიდი მადლობა
ეკუთვნის ღმერთს, რომელიც, ყოველთვის გვიფარავდა და მომავალშიც
დაგვიცავს.
აქ ჩვენს მიერ ჩამოთვლილ კითხვებს სამწუხაროდ პასუხის გამცემი არ ჰყავს და
მოდით, სანამ ეს არ მოხდება, შეთქმულების თეორიების შეთხვზას ნურავინ
დაგვაბრალებს.

ლაშა ცაიშვილი
( თეოლოგი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ).