მთავარი ახალი ამბები წარმოდგენაც არ მინდა რამდენი ცოლია ამ მუხლით დასაჭერი:ნოე სულაბერიძე

წარმოდგენაც არ მინდა რამდენი ცოლია ამ მუხლით დასაჭერი:ნოე სულაბერიძე

191
0

ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე ჩოგბირთელ ნიკა ბასილაშვილის საქმესთან დაკავშირებით წერს ფეისბუქში:

“ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ და ალბათ გახსოვთ არაერთი თემა გაგვიკეთებია კერძოდ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, თუმცა იქ სადაც 126-ე პრიმა მუხლის საფუძველზე, სადაც უბრალო ზეპირი ბრალდებით და ყველანაირი მტკიცებულის გარეშე შეიძლება გაბრაზებულზე ,,გასროკო” მამაკაცი უფრო დაუცველი გამოდის და ქალს მეტი მანიპულირების შესაძლებლობა ეძლევა. ,,ფსიქოლოგიური ტანჯვის ქვეშ”, როგორც კანონში ფორმულირებულია, ბევრ ცოლს ჰყავს თავის ქმარი ჩვენს გარშემო და ჩვენს რეალობაში, ცოტა გახსენდებათ?  წარმოდგენაც არ მინდა რამდენი ცოლია ამ მუხლით დასაჭერი.

სტატუსი ზოგადია, სხვისი საქმის არ ვიცი, თუმცა მე მაპატიეთ, ასეთ მოზომილ და შინაგანი ინტელექტის მქონე ტიპზე, როგორიც ბასილაშვილია, ბრალდებას ვერ დავიჯერებ!!! ესაა ჩემი დამოკიდებულება და პასუხიც.”- წერს ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში .