მთავარი ახალი ამბები ვინაიდან თქვენ არ მიპასუხეთ, ამჯერად იგივე შინაარსით მოგმართავთ საჯაროდ!: ზვიად ტომარაძე

ვინაიდან თქვენ არ მიპასუხეთ, ამჯერად იგივე შინაარსით მოგმართავთ საჯაროდ!: ზვიად ტომარაძე

301
0

ზვიად ტომარაძემ ინგა გრიგოლიას საჯაროდ მიმართა 

ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:

“ქ–ნო ინგა გრიგოლია!
გუშინ პირადად მოგმართეთ გზავნილით, რათა თქვენს ტელევიზიაში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლთან დაკავშირებით სასაუბროდ, სტუმრად მოგეწვიათ მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი. ვინაიდან თქვენ არ მიპასუხეთ, ამჯერად იგივე შინაარსით მოგმართავთ საჯაროდ! ამასთან, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო თქვენი ტელევიზიის ღამის ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც, სიტუაცია გაშუქდა ცალმხრივად, აქცენტი გაკეთდა მეუფის ქადაგებიდან კონტექსტიდან ამოგლეჯილ სიტყვებზე და რაც ყველაზე მეტად სამწუხაროა, სიტუაცია წარმოჩინდა ეთნიკური და რელიგიური შუღლის გაღვივების კუთხით! მოგახსენებთ, რომ მეუფე გიორგი დიდი კეთილგანწყობით სარგებლობს ჩვენს მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელებში, ეს კეთილგანწყობა კი განპირობებულია, სწორედ მეუფის მხრიდან ადგილობრივ ეპარქიაში მცხოვრებთა ეთნიკურ–რელიგიური განურჩევლობით.

რაც შეეხება ნარიმან ნარიმანოვის პიროვნებას, აქ ეთნიკური სარჩული არაფერ შუაშია, რადგან ეს გახლდათ ბოლშევიკი კომისარი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა, როგორც აზერბაიჯანის, ასევე საქართველოს ოკუპაციაში და მისი პიროვნება ზუსტად ისევე მიუღებელია, როგორც მისი “სულიერი ძმები” ფილიპე მახარაძე, სერგო ორჯონიკიძე და სხვები. ასევე აღსანიშნავია, რომ 2011 წელს მიღებული კანონის “თავისუფლების ქარტია” მიხედვით, აკრძალულია კომუნისტური სიმბოლიკის (მათ შორის ძეგლების) საჯაროდ წარმოჩენა. იმედს ვიტოვებ, რომ მეუფე გიორგის დაეთმობა დრო თქვენს გადაცემაში სასაუბროდ. ამას მოითხოვს როგორც სახელმწიფოებრივი, ასევე საჯარო ინტერესი!
პატივისცემით,
ზვიად ტომარაძე” 

წყარო : Zviad Tomaradze