მთავარი ახალი ამბები რატომაა ეკლესიის მიერ რაიმეს ფლობა არასახალხო? საშიში? : სოსო მანჯავიძე

რატომაა ეკლესიის მიერ რაიმეს ფლობა არასახალხო? საშიში? : სოსო მანჯავიძე

333
0

“როგორ ახერხებენ ჩვენს ცნობიერებაში იმის ჩანერგვას, რომ გასაჩეხად უცხოური კომპანიისათვის გადაცემული ტყე სიკეთეა ქვეყნისათვის და მოსავლელად ეკლესიის მიერ მისი ფლობა, ქვეყნის დაქცევაა? “: წერს სოციალურ ქსელში სოსო მანჯავიძე 

ვრცდლად:

“ეკლესიას რომ მიადგნენ და ლანძღავენ ხალხის სახელით.

იმ ხალხისა,რომლის 90% ეკლესიას ენდობა.

ამ სულგაყიდული პუბლიკის მოქმედება, რომელიც შეკვეთებს ასრულებს ანაზღაურების სანაცვლოდ გასაგებია-ასეთი მძიმე პროფესია აქვთ-სამშობლოს გაყიდვა.

-მე მათზე აყოლილ ადამიანებს ვეკითხები:

– რატომაა ეკლესიის მიერ რაიმეს ფლობა არასახალხო? საშიში? სხვისია ეკლესია? განა მთლიანად ეკლესია ჩვენი ხალხისვე არაა?
არ მოუარა ეკლესიამ, კულტურულ ძეგლებს? ისტორიულად არ მოუარა ეკლესიამ მთლიანად საქართველოს? არ შემოგვინახა ეკლესიამ დამწერლობა, კულტურა და არ დაგვიწერა ისტორია? ეკლესიაში არ ცოცხლობს დღეს უნიკალური გალობა და ძველი დამწერლობა?

ეკლესიას არ მოაქვს ადამიანებისთვის იმედი, რწმენა და სასოება?

– იქნებ საქმეც ამაშია, რომ ნამდვილად რაც ხალხს ეკუთვნის და ხალხს დარჩება მარად, რომელსაც ვერ შეეხება ვერანაირი “ინვესტორი” ან კოლონოზატორი, არის ის, რასაც ეკლესია ფლობს?! მართალია, მხოლოდ კანონიკურ სიბრტყეზე,, მაგრამ მაინც, ხომ ფაქტია, რომ რუსეთის მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას ვერ აუქმებს?

– და ვისთვის უნდა იყოს ეკლესია ისეთი უცხო, რომ მისთვის რაიმეს გადაცემა, დაკარგვას ნიშნავდეს? იმ 90% -სათვის არა რა თქმა უნდა. მაშ ვისთვის? ალბათ დაინტერესებული “ინვესტორისათვის”, რომელსაც გაღატაკებულ ქვეყანაში, კაპიკებში რაღაცის ყიდვის საშუალება ეზღუდება. განა ჩვენს ქვეყანაში, სადაც 90% ეკლესიას ენდობა, შესაძლებელია ეკლესიის წინააღმდეგ ასეთი ძალის წახალისება, როგორიც დღეს ებრძვის მის ავტორიტეტს?

– როგორ ახერხებენ ჩვენს ცნობიერებაში იმის ჩანერგვას, რომ გასაჩეხად უცხოური კომპანიისათვის გადაცემული ტყე სიკეთეა ქვეყნისათვის და მოსავლელად ეკლესიის მიერ მისი ფლობა, ქვეყნის დაქცევაა? იქნებ მონასტრებს რომ ფლობს ეკლესია ესეც ბოროტებაა ჩამოგვერთმია ბარემ და რომელიმე ჩინური, ირანული, თურქული, რუსული ან სხვა ქვეყნის კომპანიისათვის მიგვეცა არენდით?

– რა გაასხვისა ეკლესიამ? რა გაანადგურა? რა დააკარგვინა ქვეყანას? ქვეყნის სასაზღვრო ზონებში ეკლესია არ არის ქართული იდენტობის მესაზღვრე? სიმბოლოდ მახსენდება სოფელ პერევის დაბრუნება.

– და გარეჯის სასაზღვრო პრობლემა? აჭარა? დარიალი? კახი? ტაო-კლარჯეთი? დმანისი? ბოლნისი? მარნეული? ახალქალაქი? საზღვარგარეთ ჩვენი სათვისტომოები?

– ერთი რამ ალბათ უნდა გვქონდეს მხედველობაში, არაერთი უცხო ქვეყნის ინტერესშია სუსტი და უავტორიტეტო ეკლესია, თუნდაც სადაო ეკლესიებისა თუ ტერიტორიების მითვისების მიზნით, სხვა, კიდევ უფრო მზაკვრულ გეგმებზე რომ არაფერი ვთქვათ.
.
ამიტომ კარგად გაიაზრეთ, .რას ებრძვით და ვის საქმეს აკეთებთ,

” ხემ თქვაო, ცული ვერაფერს დამაკლებდა, ჩემგან გაკეთებულ ხის ტარზე რომ არ იყოს წამოცმულიო.”

ჰოდა, ბევრს ძალიან უხარია ცულის ტარის როლში ყოფნა,
იმ ცულისა, რომლითაც იმ ხეს ჭრიან,თვითონაც და მთელი საქართველო რომ ზის. ”

წყარო:

 Soso Manjavidze