– მიზნის განსახორციელებლად – პირველ ეტაპზე გვჭირდება – მიწა უფასოდ ან მცირე იჯარით და კონსულტაციები მიწის მოწყობასთან და მართვასთან დაკავშირებით, გთხოვთ, ყველას ვისაც გაქვთ შეხება მსგავს საკითხებთან გაგვიწიოთ დახმარება თქვენი სურვილის და შესაძლებლობის ფარგლებში: Fsg • საქართველოს მომავლის სპექტრი
ორგანიზაცია, რომელიც აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს ეხმარება, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:
“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
Gardenia shevardnadze
ქონების მართვის სააგენტო
Cartlis • კარტლისი
🌻 ჩვენს “საქართველოს მომავლის სპექტრის” დამფუძნებლებს – გვაქვს მიზანი გავუწიოთ დახმარება რაც შეიძლება მეტ აუტიზმის დიაგნოზის მქონე ბავშვსა და მოზარდს მათთვის აუცილებელი სერვისების სრულყოფილად მიღებაში. 🧩
🌾 გვსურს მივცეთ შესაძლებლობა მაქსიმალურად განავითარონ თავიანთი უნარები, აიმაღლონ დამოუკიდებლად ცხოვრების ხარისხი და გაატარონ დღე მზრუნველ გარემოში საინტერესოდ და მრავალფეროვნად. 🧩
🌳 მიზნის მისაღწევად ერთ-ერთ გზად გვესახება პროექტის – “სენსორული ბაღ-ბოსტანი”-ს შექმნა – ანუ ეს იქნება მიწის ნაკვეთი, სადაც აუტისტური დიაგნოზის ბავშვები და მათი ოჯახის წევრები შეძლებენ სხვადასხვა თერაპიული მებაღეობის განხორციელებას. 🧩
✅ პროექტის მიზანია – ბავშვებმა ახლობლების დაკვირვებით ისწავლონ პრაქტიკული და თერაპიული ხელობა, რომელიც მათთვის სამომავლოდ შეიძლება დამოუკიდებლად არსებობის წყარო გახდეს.
🌳 ვგეგმავთ (ვფიქრობთ) მცირე მიწის დამუშავებით დავიწყოთ – რომელსაც მინიმუმ 100 ბენეფიციარის მიღება შეეძლება (ამჯამად მონაცემთა ბაზაში 32 ბენეფიცარი გვყავს თუმცა მუდმივად ვმუშაობთ ბაზის ზრდაზე). 🌲🌴🌱🌾🌸🌼🌻🍅🥦🍓🍇
🌳 მიზნის განსახორციელებლად – პირველ ეტაპზე გვჭირდება – მიწა უფასოდ ან მცირე იჯარით და კონსულტაციები მიწის მოწყობასთან და მართვასთან დაკავშირებით, გთხოვთ, ყველას ვისაც გაქვთ შეხება მსგავს საკითხებთან გაგვიწიოთ დახმარება თქვენი სურვილის და შესაძლებლობის ფარგლებში.
💰ასევე, პროექტს “სენსორული ბაღ-ბოსტანი” დაჭირდება შემოღობვა და მებაღეობისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა.
💰სპეციალურად პროექტისთვის გაიხსნება საქველმოქმედო ანგარიში – რომელსაც ამ პოსტს დავამატებთ.
იმედი გვაქვს თქვენი მხარდაჭერის!”
წყარო: Fsg • საქართველოს მომავლის სპექტრი