“მსოფლიო საოჯახო კონგრესი” სოციალურ ქსელში აქვეყნებს ბიზნესმენი ლევან ვასაძის მიერს გაწეულ ხარჯებს კორონა ვირუსის წინააღმდეგ.
ტექსტს გთავაზობთ უცველელად:
“მსოფლიო საოჯახო კონგრესი 10-ის საფონდო ანგარიშიდან კორონა ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად საერთო ჯამში თანხები გადაირიცხა:
🔶 StopCov ფონდში – 100,000 ლარი;
🔶 წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძართან არსებული სასადილო, სადაც ყოველდღიურად 200-ზე მეტი ადამიანი იღებს ცხელ სადილს – 20,000 ლარი;
🔶 ჰოსპისი “ფერისცვალება”, რომელიც უსასყიდლოდ უზრუნველყოფს უკურნებელი სენით დაავადებული პაციენტების პალიატიურ ზრუნვას და თანადგომას, ბინაზე და ჰოსპისში – 15,000 ლარი;
🔶 უცხოეთში დარჩენილი რამდენიმე სტუდენტისათვის სამშობლოში დასაბრუნებლად ავიაბილეთის შეძენა – 2,230 ლარი;
🔶 დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი – 50,000 ლარი;
🔶 ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი (ე.წ. ინფექციური საავადმყოფო) – 50,000 ლარი;
🔶 სოციალურად დაუცველი და ხანდაზმული ადამიანებისათვის საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების შეძენა და მიწოდება შემდეგ რეგიონებში – 146,755 ლარი:
☑ თბილისი
☑ ქუთაისი
☑ ბათუმი
☑ ზუგდიდი
☑ ოზურგეთი
☑ თელავი
☑ სტეფანწმინდა
☑ მესტია
☑ საქართველოს საპატრიარქოსთვის ფქვილისა და ზეთის მიწოდება, რომელიც გაიგზავნა მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობისთვის, ხოლო თბილისში დაურიგდა ბავშვთა სახლებსა და უპოვართა სასადილოებს.
✳ გადარიცხვების საკომისიო 127 ლარი
💠 სულ შემოსული თანხა: 384,113 GEL
🌀 სულ გასული თანხა: 384,112 GEL
🔔 საერთო ჯამში ლევან ვასაძემ კორონა ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად 300,000 ლარი გამოყო და საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფოს კარანტინისთვის 2 შენობა შესთავაზა.
✅ ამასთან, დიდი მადლობა ყველა იმ 586 ადამიანს, ვინც საქველმოქმედო ანგარიშზე ჯამში 84,113 ლარი შესწირა. ამ საერთო კეთილი საქმისთვის 1 ლარიც ძალიან მნიშვნელოვანია. #ერთადვაკეთოთსიკეთე #StopCovid19 ❤️”
წყარო : მსოფლიო საოჯახო კონგრესი X / World Congress Of Families X Tbilisi