მთავარი ახალი ამბები ბერძენიშვილის რეალური სახე და მისი პოზოციები საქართველოს ტერიტორიებზე…

ბერძენიშვილის რეალური სახე და მისი პოზოციები საქართველოს ტერიტორიებზე…

2443
0
ბერძენიშვილი, საქართველოს ტერიტორიები და ქრისტიანობა

📌 „იმ ისტორიულ მომენტებზე დაყრდნობა, რომ თითქოს ეს ჩვენი ისტორიული მიწაა კი ბატონო, იცით, სერბეთსაც აქვს ასეთი მიწები, მაგრამ იქ ახლა სხვა სახელმწიფოა”…:ლევან ბერძენიშვილი 📌"ქრისტიანობაც დამთავრდება, თავის დროზე საქართველოც დამთავრდება"...:ლევან ბერძენიშვილი ვრცლად სანახავად იხილეთ ვიდეო 👇

Posted by მიამბე.ge on Wednesday, June 24, 2020

ლევან ბერძენიშვილი  „იმ ისტორიულ მომენტებზე დაყრდნობა, რომ თითქოს ეს ჩვენი ისტორიული მიწაა კი ბატონო, იცით, სერბეთსაც აქვს ასეთი მიწები, მაგრამ იქ ახლა სხვა სახელმწიფოა”…

ლევან ბერძენიშვილი, საზოგადოების გაღიზიანების მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა.
ის ამჯერად თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ “მალე ქრისტიანობა დამთავრდება”. ბერძენიშვილის ამ განცხადებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.

სოციალურ ქსელში ვრცელდება RTVI-ზე გასული ძველი ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან, სადაც ბერძენიშვილი საქართველოსთვის დამაზიანებელ პოზიციებს აფიქსირებს

ქვემოთ იხილეთ ვრცლად:

  1. RTVI-ზე გასული ინტერვიუს
  2. ინტერვიუს, სადაც ქრისტიანობის დასრულებაზე საუბრობს

ჟურნალისტი: ოპოზიციის მხრიდან მთავარი პრეტენზია მიხეილ სააკაშვილის მიმართ არის 2008 წლის აგვისტოს ომი. დღეს, როგორც აცხადებს ლევან ბერძენიშვილი, დაკარგული ტერიტორიების მოკლე პერსპექტივაში დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელია

ლევან ბერძენიშვილი: „იმ ისტორიულ მომენტებზე დაყრდნობა, რომ თითქოს ეს ჩვენი ისტორიული მიწაა კი ბატონო, იცით, სერბეთსაც აქვს ასეთი მიწები, მაგრამ იქ ახლა სხვა სახელმწიფოა. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, საერთოდ რთულიცაა იმის წარმოდგენა, თუ რა არის საქართველო აღნიშნული ტერიტორიის გარეშე, მაგრამ ხომ ხედავთ, გვიწევს ამის წარმოდგენა…….. საქართველომ უნდა შეიცვალოს ფიქრის ის მოდელი, რომელმაც … რუსეთთან (გაურკვეველი სიტყვა), რომ რაც დიდია სახელმწიფო, მით უკეთესია იგი და ა.შ. ანუ ჩვენ გვაქვს საკმარისი ტერიტორია, რომ ავაშენოთ ნორმალური სახელმწიფო და მოვიწვიოთ აქ სხვა ჩვენი მოძმე ერები: თუკი მათ ეს ენდომებათ, ესეც მათი გადაწყვეტილება იქნება, თუ არადა რა თქმა უნდა, უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ შეცდომებისთვის, ისტორიულ შეცდომებზეა საუბარი, ამ გზით მოგვიწევს გადახდა. გამსახურდია იყო მტყუანი ოსებთან მიმართებით, შევარდნაძე თუ გამსახურდია, არცერთი არ იყო მართალი აფხაზებთან მიმართებითაც… სააკაშვილმა კი დაამატა ამ ყველაფერს ის, რომ ის ბოლომდე მტყუანი იყო.“

ჟურნალისტი: ბერძენიშვილის სიტყვებით, ის რჩება ვარდების რევოლუციის იდეალების მომხრედ, თუმცა აცხადებს, რომ ცხოვრებაში მისი პრაქტიკული განხორციელება საქართველოში ვერ მოხერხდა.

ლევან ბერძენიშვილი : „მე მიმაჩნია, რომ რევოლუციას უნდა ახდენდნენ ერთნი, დემოკრატიის აღმშენებლობას კი სხვანი უნდა ასრულებდნენ. თუმცა სააკაშვილი ცდილობს, რომ არ წავიდეს. ის ალბათ ეცდება პუტინის ის ცნობილი საფეხბურთო ხერხი გამოიყენოს, ჯერ გახდეს პრემიერ-მინისტრი, შემდეგ ისევ პრეზიდენტი, და საერთოდაც ბუბარაქიც ბრწყინვალე გზა გაიაროს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საქართველომ იცის, როგორც უპასუხოს ბატონი სააკაშვილის ამ ფიქრებსა და ნაბიჯებს“

ჟურნალისტი: ქართული ოპოზიციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა 2012 საპარლამენტო არჩევნებისათვის მომზადება. ლევან ბერძენიშვილი, რესპუბლიკური პარტიიდან თავის კოლეგებთან ერთად მოიაზრებს ფართო ოპოზიციური კოალიციის ჩამოყალიბებას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში ღირსეულად წარმოჩინდება. ვლადიმირ კარამურზა, ანდრეი პოპოვიჩი, ვოშინგტონის განყოფილება

____________________________________________________

ლევან ბერძენიშვილი: „ჩვენ გვაქვს ცოტა თავისუფლება სახელმწიფოსგან, მაგრამ ჩვენ თითქმის არ გვაქვს თავისუფლება საზოგადოებისგან. ჩვენ საზოგადოებაში მოიძებნა ხალხი რომელმაც თქვა, რომ მართლმადიბელი თუ არაა ქართველი, ის ქართველი არააო, ერთი კაცი იყო ასეთი რამეც კი თქვა, მუსლიმი ქართელი ქართველი არააო.

ანუ თურმე აღმსარებლობის თავისუფლება ქართელებს არ აქვთ. ქართველებს მისჯილი აქვთ თურმე, რომ იყვნენ მართლმადიდებლები.

უკაცრავად, მაგრამ ჩვენ 60 საუკუნის ხალხი ვართ და 15 საუკუნეა ქრისტიანები ვართ, მანამდე არავინ არ ვიყავით?!

ჩვენ სერიოზულად უნდა ვფიქრობდეთ იმაზე, რომ, არისტოტელემ გვასწავლა, ყველაფერს აქვს დასაწყისი, შუაგული და დასასრული, ქრისტიანობაც დამთავრდება, თავის დროზე საქართველოც დამთავრდება. უსასრულო არაფერი არ არის” .

ვიდეო წყარო : https://www.facebook.com/miambe.ge/videos/676940269522262/