მთავარი ახალი ამბები ის რაც თბილისს სჭირდება! ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება!

ის რაც თბილისს სჭირდება! ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება!

484
0

 ის რაც თბილისს სჭირდება! ჩევენი მხარდაჭერა სჭირდება! 

“ახალი საზოგადოება” აგრძელებს კამპანია #ჯანსაღიეზო❗

“ჩვენი გუნდი აგრძელებს ჯანსაღი სივრცეების შექმნას თბილისში, ამ ჯერად ორბელიანი მეტის ქრაუდფაინდგის პლათფორმის მეშვეობით. 🔸 ჩვენი პროექტი 12 საუკეთესო იდეაში მოხვდა, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიიღოთ მონაწილეობა და მხარდაჭერა გაგვიწიოთ ამ კეთილ საქმეში. 👉 დაგვიჭირეთ მხარი და მიიღე მონაწილეობა ქალაქის განვითარებაში!”- წერს ახალი საზოგადოება სოციალურ ქსელში

ახალი საზოგადოება: შარშან თბილისის, ერთ დიდ ეზოში, სადაც არ არსებობდა სპორტული ინფრასტრუქტურა, თუმცა მოთავსებულია 163 ავტოფარეხი ✅„ახალი საზოგადოება“-ის და მისი მეგობრების მეშვეობით გაკეთდა ერთადერთი ჯანსაღი სივრცე. ჩვენ ვცადეთ მოგვეწყო, ისეთი სპორტული სივრცე, რომელიც მიმზიდველი იქნებოდა ახალგაზრდებისთვის, რათა მათ ქონოდათ შესაძლებლობა განიხილონ ეზოს სპორტი – როგორც გართობის ჯანსაღი ალტერნატივა. რამაც შეიძლება ითქვას გაამართლა და დღესდღეისობით ეზოს ახალგაზრდობა გოგონებიც და ბიჭებიც აქტიურად თამაშობენ ჩვენს მოწყობილ სტატიონზე.

ამჯერად პროექტის განხორციელება იგეგმება სულხან ცინცაძის #59-ის ეზოში “ორბელიანიმეტის” პლათფორმის მეშვეობით სადაც თითოეული ჩვენთაგანის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.

იდეის შესახებ და მხარდასაჭერად გაეცანით პლათფორმას ! 👉  – orbelianimeti.ge 

იდეის შესახებ ვრცლად:

პროექტის აღწერა:

პროექტი ითვალისწინებს თბილისის სხვადასხვა უბნებში ავტოფარეხებით და სხვადასხვა ნაგებობებით გადატვირთულ ეზოებში უნიკალური გადაწყვეტით სპორტული და ამავდროულად მხატვრული ღირებულების მქონე სივცეების შექმნას, კონკრეტულად ცალფარა კალათბურთის მოედნების გაკეთებას.

თბილისში ეზოების უმრავლება, არის მოასფალტებული რაც კალათბურთის სათამაშოდ შესანიშნავია. არასტანდარტული ცალფარა კალათბურთის საჯარიმოს ზონა შესაძლოა განთავსდეს 30 დან 60 კვადრატულამდე. აღნიშნული ფართი ეზოების უმრავლესობაში მოიძებნება, იქიდან გამომდინარე, რომ არსებული სივრცე, არ უქმნის პრობლემას მანქანების გადაადგილებას, ასევე მოედანზე მანქანის  გაჩერება და საჯარიმოზე მოძრაობა არ აზიანებს სტადიონს.

სტადიონის მოხაზვა და მხატვრული გაფორმება ხდება ასფალტის სპეციალური საღებავით, რომელიც კარგად უძლებს თბილისურ კლიმატს და ავტომობილების ზედ გადაადგილებასაც.

მხატრვული ვუზუალიდან გამომდინარე შეიქმნება შემეცნებითი და ვიზულური დადებითი მუხტის მომტანი სპორტული სივრცე.

პროექტი მიზანი :
ბავშვების და ახალგაზრდები მასობრივ სპორტში ჩართვა მათივე ეზოს სივრცეზე მორგებული სპორტული მოედნების მოწყობით, რაც მავნე ზეგავლენებისგან დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა.
ამოცანები:
  1. ახალგაზრდების დაინტერესება სპორტით
  2. ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი ალტერნატივის გაჩენა
  3. ეზოების გალამაზება
  4. პროექტის ბენეფიციარები: ბავშვები და ახალგაზრდები  7-დან +

მოსალოდნელი შედეგები:
  1. ეზოებში ბავშვების დაინტერესება სპორტით.
  2. სათამაშო მოედნის ვიზულის გათვალისწინებით გოგონების ჩართულობა მასობრივ სპორტში.
  3. ეზოების გალამაზება.
  4. გაჯეტებზე მიჯაჭვული ბავშვების ამოძრავების მოტივაცია.
წყარო:
orbelianimeti.ge

ახალი საზოგადოება • New Society