მთავარი ახალი ამბები ,,გამოცდების საკითხი ადარდებს როგორც აბიტურიენტებს, ასევე მათ მშობლებს…” – გიორგი გახარია

,,გამოცდების საკითხი ადარდებს როგორც აბიტურიენტებს, ასევე მათ მშობლებს…” – გიორგი გახარია

174
0

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადება მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით:

“გამოცდების საკითხი ადარდებს როგორც აბიტურიენტებს, ასევე მათ მშობლებს. დღეს დილას ჩვენ გვქონდა შესაბამისი თათბირი როგორც ჩვენი ჯანდაცვის, ასევე ეპიდემიოლოგიის წარმომადგენლებთან და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად და გადაწყვეტილებები, რომლებიც დღეს ჩვენ შეგვიძლია გავახმოვანოთ და რაზეც შემდგომ უნდა ვიმსჯელოთ გახლავთ შემდეგი: იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად საკმაოდ კარგად მოემზადა ამ გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს თავის საგამოცდო ადგილზე და მერხთან დაჯდეს, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერით, გამოცდის ჩაბარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა რომ პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია დაცული იქნება.

რა თქმა უნდა, ფანჯრები ყველგან უნდა იყოს ღია. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა ავა 30 გრადუსამდე, შესაძლებელი იქნება კონდიციონერების ჩართვა. ეს რეკომენდაციები ჩვენ ასევე მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან და, ფაქტობრივად, ჩვენ სრულად კომფორტულ გარემოს შევუქმნით შეძლებისდაგვარად ჩვენს აბიტურიენტებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი ცოდნა და ეფექტურად ჩააბარონ ეს გამოცდები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.