მთავარი ახალი ამბები დღეს არის განსაკუთრებული დღე: ილია მეორე…

დღეს არის განსაკუთრებული დღე: ილია მეორე…

104
0

 „დღეს არის განსაკუთრებული დღე. დღე, რომელსაც ჩვენ ვუწოდეთ სიყვარულის დღესასწაული. ყველას გილოცავთ!

💐 მინდა, გითხრათ, რომ სიყვარული არის ყველაზე აღმატებული სათნოება. სიყვარულის შესახებ დაწერილია მრავალი წიგნი, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სიყვარული ისევე მიუწვდომელია, როგორც თავად ღმერთი. ამიტომ ამბობს წმინდა იოანე ღვთისმეტყველი, რომ „ღმერთი არის სიყვარული“.

🌿 როცა ჩვენ ვუყურებთ ჩვენს წარსულს, ვხედავთ, რომ ყოველი ერი უფალმა დააჯილდოვა ღვთის მადლით, რამე განსაკუთრებული თვისებით. ჩვენ ღმერთმა სიყვარულით დაგვაჯილდოვა და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის!

💐 სიყვარული უნდა გამოიჩინოთ არა მარტო ტაძარში, არამედ ყოველდღე და ყველაგან – თქვენს შვილებთან, თქვენს ნათესავებთან, სხვა ადამიანებთან. ისე არ უნდა ჩავიდეს მზე, რომ შენ არ შეურიგდე შენს ახლობელს.

🌿 უნდა ითქვას, რომ ყველაზე მეტი დეფიციტი, ანუ ნაკლოვანება კაცობრიობას სწორედ სიყვარულში აქვს. დაცარიელდა ჩვენი გული, დაცარიელდა ადამიანი და მისთვის უკვე აღარ არსებობს არც დედა, არც მამა, არც ახლობელი.

💐 მინდა, მოგილოცოთ კიდევ ერთხელ სიყვარულის დღესასწაული, ღმერთმა დაგლოცოთ და უხვად მოგმადლოთ ნიჭი სიყვარულისა!“

📣 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გერგეტობას, სიყვარულის დღეს წარმოთქმული ქადაგებიდან

📚 გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №25, 2010 წელი

📸 [ფოტო „საპატრიარქოს უწყებანის“ არქივიდან, №52, 2002 წელი]

წყარო: საპატრიარქოს უწყებანი