მთავარი საზოგადოება სტივენ ჟერარდი: ვუყურებ ჩვენი ნაკრების ფოტოებს და ვხვდები, რომ….

სტივენ ჟერარდი: ვუყურებ ჩვენი ნაკრების ფოტოებს და ვხვდები, რომ….

89
0
ჟერარდი: 
,,ვუყურებ ჩვენი ნაკრების ფოტოებს და ვხვდები, რომ საოცარი შემადგენლობა გვყავდა. ზოგჯერ წარმატებასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ იმაზე ცუდად ვთამაშობდით, ვიდრე შეგვეძლო.
ახლა მესმის, რომ გვჭირდებოდა მწვრთნელი, რომელიც ყველა ფეხბურთელზე დიდი იქნებოდა. ასეთი სპეციალისტები მაშინ ნამდვილად იყვნენ, მაგალითად – რაფა ბენიტესი, თუმცა ის ნაკრებში მუშაობას არ ისურვებდა.
ახლა ვხედავ მწვრთნელებს, რომლებიც გუნდზე მეტნი არიან – კლოპი, მოურინიო, გვარდიოლა… ვფიქრობ, ასეთი სპეციალისტები, რომლებსაც რთული გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ, ჩვენი ნაკრებიდან გაცილებით მეტს მიიღებდნენ.”